aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: „სამსუნგი“ ტექნიკის ქართულ ბაზარზე ლიდერობს Georgian News  Georgian News 
უკვე შვიდი წელია, რაც კომპანია Sony სამხრეთკორულ კომპანია Samsung Electronics-ის ძლიერი კონკურენციის გამო ზარალს განიცდის. მიმდინარე ფინანსურ წელს Sony 1.2 მლრდ დოლარის ოდენობის ზარალს ელოდება. როგორც commersant.ge-ს „ელიტ ელექტრონიქსის“ მარკეტინგის მენეჯერმა დავით კაკიაშვილმა განუცხადა, ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა კომპანია „სამსუნგის“ წარმოების ტექნიკაზე.



დავით კაკიაშვილის თქმით, მსოფლიო ტენდენციები ქართულ ბაზარზეც არის დაფიქსირებული: აღნიშნული მაღაზიის მყიდველთა 75%, პირველ რიგში, Samsung-ის პროდუქციას კითხულობს და სხვა ბრენდის საქონელს მხოლოდ იმ შემთხვევაში ირჩევს, თუ ასეთი Samsung-ის საქონელი არ მოიპოვება.


„ელიტ ელექტრონიქსის“ მენეჯერის თქმით, საქართველოში Sony-ის პროდუქციის გაყიდვების დაბალი დონეა, რაც მის სიძვირეს უკავშირდება.


„Sony-ის სტრატეგია იმაშია, რომ მისი ფასები Samsung-ის ფასებზე უფრო მაღალი უნდა იყოს, რაც საქართველოში პროდუქციის გაყიდვაზე გავლენას ახდენს“, - თქვა დავით კაკიაშვილმა.


მაგალითისთვის მან მოიყვანა 32-დიუმიანი ტელევიზორი Samsung LED, რომლის საშუალო ღირებულებაა 1200 ლარი, ფირმა „სონის“ ანალოგიური ტელევიზორის ფასი კი 1300-დან 1400 ლარამდე მერყეობს.


„მეგატექნიკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქართველი მყიდველი პროდუქციას ჯერ კიდევ მისი ღირებულებიდან გამომდინარე ირჩევს, ამიტომ ხარისსი გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. რაც შეეხება „სონის“ გაყიდვებს, 2009 წლიდან ამ პროდუქციის მოთხოვნა სტაბილურია. „ქართულ ბაზარზე კომპანია „სონი“ ისედაც არ იკავებდა დიდ წილს, 2009 წელს კი გაყიდვების მოცულობა საერთოდაც შემცირდა“, - თქვა ხუციშვილმა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3884.html
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 19:45 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: „სამსუნგი“ ტექნიკის ქართულ ბაზარზე ლიდერობს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 29 May 2024
  • English Georgian