კულტურა: ბრიჯიტ ბარდომ თბილისის მერს მოხეტიალე ცხოველებზე ზრუნვა სთხოვა | Georgian News | ||
ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა და ცხოველთა უფლებების დამცველმა ბრიჯიტ ბარდომ წერილით მიმართა თბილისის მერს გიგი უგულავას. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წარმომადგენლებმა შეატყობინეს, წერილში გამოხატულია შეშფოთებულობა საქართველოს დედაქალაში მოხეტიალე ცხველებთან ბრძოლის არსებულ მეთოდებთან დაკავშირებით. მან გაასამართლა იმ მოხეტიალე ცხოველთა მასობრივი ხოცვა, რომლებსაც ქალაქში იჭერენ და შემდეგ კლავენ. ბარდოს მიაჩნია, რომ ამგვარად მოხეტიალე ცხოველთა რაოდენობის დარეგულირება არ შეიძლება და ეს, პირიქით, მოხეტიალე ცხოველთა ზრდას იწვევს. „დაჟინებით გირჩევთ ქვეყანაში ცხოველთა დამცველებთან დიალოგი დაიწყოთ და მოხეტიალე ცხოველებთან ბრძოლის ცივილური პროგრამა უზრუნველყოთ“, - წერს ცნობილი მსახიობი. ფრანგი ვარსკვლავი თბილისის მერს ურჩევს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცხოველთა მოკვლა, შექმნას სპეციალური ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით პროგრამის შემუშავებისთვის, გახსნას თავშესაფარი მოხეტიალე ცხოველებისთვის, რომლის მართვასაც არასამთავრობო ორგანიზაციები განახორციელებენ, დანერგოს მოხეტიალე ცხოველთა ვაქცინაცია/კასტრაცია, მოახდინოს დაჭერილი ცხოველების იდენტიფიცირება, გაზარდოს მოსახლეობის შეგნებულობა და გრძნობადობა ცხოველთა აყვანის მიზნით. ბარდომ იმედი გამოთქვა, რომ თბილისის ხელისუფლებები შეძლებენ ცხოველთა მიმართ ეთიკური დამოკიდებულების უზრუნველყოფას და მოხეტიალე ცხოველთა პრობლემის გადაჭრას საერთაშორისო ნორმების საფუძველზე. საჭიროა აღინიშნოს, რომ 90-იანი წლების ბოლოს ბარდომ ერთხელ უკვე მიმართა ქართულ ხელისუფლებებს. მაშინ მან საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს მოსთხოვა აეკრძალა ძაღლების ბრძოლები, რომლებიც მაშინ საქართველოში ძალიან პოპულარული იყო. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3847.html
| |||
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:08 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.