aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: სააკაშვილი: „პირადად ჩემთვის, მომავალი წელი კახეთის წელი იქნება“ Georgian News  Georgian News 
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარელში ილია ჭავჭავაძის განახლებულ სახლ-მუზეუმში კახეთის სკოლების ფრიადოსნებს შეხვდა და საჩუქრად კომპიუტერები გადასცა. როგორც პრეზიდენტმა მოსწავლეებთან შეხვედრაზე განაცხადა, იგი ძალიან ბევრს ფიქრობს კახეთზე, სადაც კიდევ ძალიან ბევრი რაიმის გაკეთებაა აუცილებელი.



„პირადად ჩემთვის, მომავალი წელი კახეთის წელი იქნება. კახეთის განვითარება ჩემ პირად მისიად მიმაჩნია. ადრე ამბობდნენ, რომ სააკაშვილი ყურადღებას მხოლოდ ბათუმს აქცევს. ჩემთვის აჭარის აღორძინება პრინციპული იყო. ქუთაისის მოქალაქეები ამბობდნენ, რომ სააკაშვილი ჩვენ ქალაქს გადააფრენს და არანაირ ყურადღებას აქვს“, - აღნიშნა სააკაშვილმა და დაამატა, რომ ამ განწყობას მოჰყვა ის, რომ დღეს ქუთაისის აღორძინება ხდება.


ამას გარდა, მისი თქმით, ამჟამად სერიოზული ძვრები დაიწყო აღორძინების თვალსაზრისით სხვადასხვა რეგიონებში, თბილისში, სადაც განვითარების ასეთი ტემპები არასდროს ყოფილა.


„მაგრამ ჩემთვის მომავალი წელი კახეთის წელი იქნება, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მოხდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა. იგი განათლების აუცილებლობას შეეხო.


„პირველკლასელებს ნეთბუქებს ურიგებენ, მაგრამ მთავარია, რომ მათ არ იზარმაცონ და წარმატებას მიაღწიონ. კიბერსივრცეში, სოციალურ მედიაში ჩვენ ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ, ვინაიდან იდეოლოგიასთან ბრძოლა სწორედ სოციალურ მედიაში ხდება და აქ აქტიურობა აუცილებელია“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა. მან შეხვედრაზე დამსწრე განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინს სთხოვა, რომ გამოცდებზე სხვადასხვა დონეებზე იწერებოდეს ისეთი თემები, როგორებიცაა ჩემი ცხოვრების მისია და როგორ უნდა მივაღწიო წარმატებას.


„თქვენ ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვთ, იმიტომ რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრობთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3846.html
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:08 | News »
 

"პოლიტიკა: სააკაშვილი: „პირადად ჩემთვის, მომავალი წელი კახეთის წელი იქნება“" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 01 June 2024
  • English Georgian