aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: „ქართული პარტია“: ბიძინა ივანიშვილის განცხადება პროვოკაციაა და 90-იანი წლების რუსეთს ჰგავს Georgian News  Georgian News 
„ქართულ პარტიაში“ პროვოკაციად მიიჩნევენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმაზე, რომ პარტიის რიგები ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა დატოვა, იუწყება “GHN“. „ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ გარკვეული ეიფორია გამოიწვია. ივანიშვილის მხრიდან „ქართული პარტიისა“ და ერთ-ერთი ლიდერის ეროსი კიწმარიშვილის ნეგატიური და საკმაოდ გაუგებარი შეფასების მიუხედავად, „ქართულმა პარტიამ“ არა მხოლოდ თავი შეიკავა მასთან ამ თემაზე პოლემიკაში შესვლისაგან, არამედ სოზარ სუბარმა, „ქართული პარტიის“ სახელით, მასთან თანაშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა“, - ნათქვამია განცხადებაში.



პარტიაში აღნიშნავენ, რომ ეროსი კიწმარიშვილმა ივანიშვილს ტელეარხ „მაესტროზე“ საკმაოდ კონსტრუქციული თანამშრომლობა შესთავაზა.


„ჩვენ ივანიშვილისაგან მორიგი განცხადება მოვისმინეთ იმაზე, რომ სუბარმა „ქართული პარტიიდან“ წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. მიუხედავად კამპანიისა, რომელიც ბოლო დროს მედიაში ტარდება, თითქოს-და სუბარმა პარტია დატოვა, მისგან დამადასტურებელი განცხადება არავის უნახავს. ამ დროს, ბიძინა ივანიშვილის განცხადება აშკარად პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და, რბილად რომ ვთქვათ, რუსეთში 90-იანი წლების ბოლოს ბიზნესის კეთების პრინციპს ჰგავს: თუ ქარხანას ვერ ყიდულობ, მისი დირექტორი უნდა იყიდო“, - აღნიშნულია განცხადებაში.


„ქართული პარტია“ აცხადებს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მაქსიმალურად ეფექტურად ბრძოლის მიდგომა აიძულებს მათ, კონსტრუქციულობა შეინარჩუნონ და არ ჩაერთონ ოპოზიციის ისეთ პოლიტიკაში, რომელიც მათ საერთო მიზნის მიღწევას დააშორებს.


„ამიტომ ბიძინა ივანიშვილს მივმართავთ, დაე მისი შეფასებები ფაქტობრივ გარემოებებზე არ დაემსგავსოს მკითხაობას, რაზეც იგი თავად მიუთითებს ზოგიერთ ტელეარხს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3844.html
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:07 | News »
 

"პოლიტიკა: „ქართული პარტია“: ბიძინა ივანიშვილის განცხადება პროვოკაციაა და 90-იანი წლების რუსეთს ჰგავს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 01 November 2024
  • English Georgian