საზოგადოება: სააკაშვილი: საქართველოში Facebook-მა Odnoklassniki-ს გაუსწრო, ვინაიდან ჩვენ აღარ გვაქვს პოსტსაბჭოთა მენტალიტეტი | Georgian News | ||
საქართველოს, როგორც არასდროს ადრე, ახლა სჭირდება შრომითი რესურსები ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში გამორჩეულ სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე, იუწყება “GHN“. მისი თქმით, საქართველოში არ არიან ადამიანები, რომელთა დაკარგვაც შეიძლება. „მთავარი წამყვანი ძალა თქვენ უნდა იყოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველები ძალიან აქტიურები იყვნენ სოციალურ მედიაში, რადგან მანდ ცოდნა არის. დღეს მედიაში იდეოლოგიური ბრძოლა მიმდინარეობს. „ოდნოკლასნიკი“ შეიქმნა იმისათვის, რომ გარკვეულიყო, როგორია მამოძრავებელი კლიშე პოსტსაბჭოთა სივრცეში, რამ შეიძლება მოახდინოს გავლენა პოსტსაბჭოთა ადამიანზე, ასევე მაქსიმალური ინფორმაციის მისაღებად იმაზე, თუ რა ხდება ყველა რესპუბლიკაში. სხვათა შორის, ეს საქართველოში ძალიან იყო მოდაში, მაგრამ ახლა „ფეისბუქმა“ გაიმარჯვა, იმიტომ რომ მენტალიტეტის თვალსაზრისით ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყანა აღარ ვართ“, - თქვა სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში 4 რეგიონის - ყვარელის, სიღნაღის, გურჯაანისა და თელავის 120 ფრიადოსანი დააჯილდოვა. სააკაშვილმა კომპიუტერესები გადასცა ყველას, ვინც სკოლა ფრიადზე დაამთავრა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3843.html
| |||
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:06 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.