aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საშუალო ხელფასის დინამიკა საქართველოში Business & Economics  Business & Economics 
„საქსტატის“ მონაცემებით, 2011 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასის დონე სამეწარმეო და არასამეწარმეო დარგებში 13.9%-ით და 13%-ით გაიზარდა. სამეწარმეო სფეროში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიებია ოპერაციები უძრავ ქონებასთან, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (საშუალო თვიური ხელფასი - 882.9 ლარი), ყველაზე დაბალანაზღაურებადია - თევზეულის რეწვა-მეთევზეობა (საშუალო თვიური ხელფასი - 276.3 ლარი). არასამეწარმეო სფეროში ფინანსური საქმიანობა ყველაზე მაღალანაზღაურებადია (საშუალო თვიური ხელფასი - 1476.3 ლარი), ხოლო განათლება - ყველაზე დაბალანაზღაურებადი (საშუალო თვიური ხელფასი - 308.2 ლარი).



სამეწარმეო დარგში მაღალანაზღაურებადი პროფესიების სამეულში შედის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (საშუალო თვიური ხელფასი 868.3 ლარი) და ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის წარმოება და გადანაწილება (საშუალო თვიური ხელფასი - 862 ლარი). 2007-2011 წლების მეორე კვარტალში ამ პროფესიების საშუალო თვიური ანაზღაურება ყოველწლიურად 15.9%-ით გაიზარდა.


არასამეწარმეო დარგში მაღალანაზღაურებადი პროფესიების სამეულში შედის სახელმწიფო მართვა (საშუალო თვიური ხელფასი 1046 ლარი) და ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (საშუალო თვიური ხელფასი 723.3 ლარი). ამ პროფესიებში 2007-2011 წლების მეორე კვარტალში შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება ყოველწლიურად 21.4%-ით გაიზარდა.


სამეწარმეო და არასამეწარმეო დარგებში ყველაზე დაბალანაზღაურებადი პროფესიების ხელფასი იმავე პერიოდში საშუალოდ 30%-ჯერ და 23%-ჯერ გაიზარდა, შესაბამისად.


არასამეწარმეო დარგის ცხრა პროფესიის საშუალო თვიური ხელფასი 2007-2011 წლების მეორე კვარტალში ყოველწლიურად 23.7%-ით იზრდებოდა, ხოლო სამეწარმეო დარგის ცამეტი პროფესიისა - 16.4%-ით.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3808.html
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:25 | News »
 

"ეკონომიკა: საშუალო ხელფასის დინამიკა საქართველოში" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 May 2024
  • English Georgian