aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგება იანვარ-სექტემბერში 2.3-ჯერ გაიზარდა Business & Economics  Business & Economics 
2011 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საბანკო სექტორმა 215 მლნ ლარის (ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით 130.3 მლნ დოლარის) ოდენობის წმინდა მოგება მიიღო. შარშან კი ეს მაჩვენებელი 95.3 მლნ ლარს (1 დოლარი - 1.65 ლარი) შეადგენდა, იტყობინება ეროვნული ბანკი. 2011 წლის სექტემბრის შედეგებით წმინდა მოგებამ 33 მლნ ლარი შეადგინა (23.6 მლნ ლარი 2010 წლის სექტემბერში). 2011 წლის 1 ოქტომბრისთვის კომერციული ბანკების ერთობლივმა აქტივებმა 11 მლრდ 975.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2010 წლის 1 ოქტომბრისთვის არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 206.5 მლნ ლარით მეტია.



საკუთარმა სახსრებმა 1 მლრდ 926.7 მლნ ლარს მიაღწია (2010 წლის 1 ოქტომბრისთვის - 1 მლრდ 696.5 მლნ ლარი). ამასთან, კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ 81.7% შეადგინა (80.5% ერთი წლის წინ).


2011 წლის 1 ოქტომბრისთვის საბანკო სექტორის ერთობლივმა დეპოზიტებმა 5.3 მლრდ ლარს გადააჭარბა (4.6 მლრდ ლარი წინა წლის 1 ოქტომბრისთვის). 2011 წლის 1 ოქტომბრისთვის დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა შეადგინა 8.9%, ეროვნულ ვალუტაში - 11.6%, უცხოურში - 8.5%. 2010 წლის 1 ოქტომბრისთვის იგივე მაჩვენებლები 8%-ს, 10%-სა და 7%-ს შეადგენდა, შესაბამისად.


უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების საერთო მოცულობაში აშშ დოლარებში ნომინირებული დეპოზიტების წილი შარშანდელ წელთან შედარებით 69.4%-დან 74.2%-მდე გაიზარდა, ევროში - 18.2%-დან 19.9%-მდე.


ეროვნულ ეკონომიკაში საქართველოს კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდებებმა 2011 წლის 1 ოქტომბრისთვის 7.4 მლრდ ლარს გადააჭარბა, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 5.8 მლრდ-ს უდრიდა. ეროვნულ ვალუტაში კრედიტებმა 2.2 მლრდ, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 5.2 მლრდ ლარს გადააჭარბა.


რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის გაცემულმა კრედიტებმა ეროვნულ ვალუტაში 791.8 მლნ ლარი, უცხოურ ვალუტაში - 3.4 მლრდ ლარი შეადგინა. რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტებამ 3 მლრდ ლარს მიაღწია (2010 წლის 1 ოქტომბრისთვის 2.2 მლრდ ლარზე მეტი). 2011 წლის სექტემბერში კრედიტებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 18.6%-ს შეადგენდა, კრედიტებზე ეროვნულ ვალუტაში - 22%-ს, უცხოურში - 15.0%-ს. 2010 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 18.9%-ს, 22.6%-ს, 16.7%-ს შეადგენდა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3807.html
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:24 | News »
 

"ეკონომიკა: საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგება იანვარ-სექტემბერში 2.3-ჯერ გაიზარდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 May 2024
  • English Georgian