aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საქართველოში ლუდის იმპორტი 20 ქვეყნიდან წარმოებს Business & Economics  Business & Economics 
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში ლუდის იმპორტი 20 ქვეყნიდან წარმოებს, აქედან უმსხვილესი იმპორტიორი უკრაინაა. ამ ქვეყნიდან 2011 წლის 6 თვის განმავლობაში 1 373.0 ათასი ტონა ლუდის იმპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა თურქეთი 1 064.0 ათასი ტონით, შემდეგ მოდის რუსეთი 557.6 ათასი ტონა ლუდით. გერმანიიდან ლუდის იმპორტმა 349.7 ათასი ტონა შეადგინა, ნიდერლანდებიდან - 224.0 ათასი ტონა, ჩეხეთიდან - 175.5 ათასი ტონა, რუმინეთიდან - 44.8 ათასი ტონა, დანიიდან - 35.7 ათასი ტონა. საქართველოში ლუდის იმპორტი ხდება ასევე ავსტრიიდან, სომხეთიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, მექსიკიდან და გაერთიანებული სამეფოდან. ორი ქვეყნიდან საქართველოში საერთო ჯამში 3 900.6 ათასი ტონა ლუდი შემოდის.



რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოში 2011 წლის ექვსი თვის განმავლობაში ლუდის ექსპორტი სამ ქვეყანაში განხორციელდა. აზერბაიჯანში საქართველოდან 637.5 ათასი ტონა ლუდი შემოვიდა, ისრაელში - 5.1 ათასი ტონა, ხოლო უკრაინაში - 5.5 ათასი ტონა.


დაბალი ექსპორტის მიუხედავად, ლუდის მწარმოებელი კომპანიები საქართველოში ლუდის ბიზნესს მაინც პერსპექტიულად მიიჩნევენ. კომპანია „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთოების სამსახურის უფროსი ნინო სურმავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე შედარებით მცირე მოცულობის ლუდის ექსპორტი წარმოებს: „ ინტენსიურად ხორციელდება ლუდის ექსპორტი აზერბაიჯანში, და მან უკვე გეგმას გადააჭარბა. საქართველოსთვის ზრდადი ბაზრებია აზერბაიჯანი, საბერძნეთი, სომხეთი, უკრაინა. ამ ბაზრებისთვის სპეციალური სარეკლამო მასალები მზადდება, ასევე ჩვენი მხრიდან გარკვეული მარკეტინგული აქტიურობებიც ხორციელდება“.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3804.html
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:22 | News »
 

"ეკონომიკა: საქართველოში ლუდის იმპორტი 20 ქვეყნიდან წარმოებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 1.5
Votes: 6


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 May 2024
  • English Georgian