aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: გილაური: ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე ყოველწლიურად 30 000 ადამიანი დასაქმდება Business & Economics  Business & Economics 
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობაზე ყოველწლიურად 30 000 ადამიანი დასაქმდება, - განაცხადა გუშინ, 31 ოქტომბერს, გამართულ ვიდეოკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. „ინფრასტრუქტურის ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე 2012-2015 წლებში ყოველწლიურად 30 000 ადამიანი დასაქმდება. ისინი სამუშაო ადგილებს გზების, ჰესებისა და სხვა ობიექტების აშენების შემდეგაც შეინარჩუნებენ“, - ხაზი გაუსვა პრემიერმა.



მისი თქმით, ამ 30 000 მოქალაქიდან 20 000 საკანალიზაციო და წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმდება.


„ამ პერიოდამდე წყალსადენი ინფრასტრუქტურის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ყოველწლიურად 10-11 ათასი მოქალაქე იყო დასაქმებული, მომავალი წლიდან ეს ციფრი 20 ათასი გახდება, რადგან რეგიონალური და რაიონული წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციაში ჩვენ დიდ ინვესტიციებს ვაბანდებთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


გილაურის ინფორმაციით, უახლოესი 5-6 წლის განმავლობაში საკანალიზაციო და წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციაში მთლიანობაში 500 მილიონი ლარი იქნება ჩადებული. ამ თანხას „აზიის განვითარების ბანკი“ გამოყოფს.


„ეს სახელმწიფოს მიერ ბანკისაგან აღებული კრედიტია“, - განაცხადა ნიკა გილაურმა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3792.html
Posted by Drakula | 01 Nov 2011, 20:33 | News »
 

"საზოგადოება: გილაური: ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე ყოველწლიურად 30 000 ადამიანი დასაქმდება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 13 June 2024
  • English Georgian