aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საფრანგეთი ღვინის წარმოების მიხედვით მსოფლიო ლიდერი გახდა World News  World News 
საფრანგეთი მიმდინარე წელს მსოფლიოს უმსხვილესი ღვინის მწარმოებელი გახდა და ამ მაჩვენებლის მიხედვით თავის მთავარ მეტოქეს - იტალიას გაუსწრო. როგორც კვირას, 30 ოქტომბერს, საფრანგეთის მეღვინეობის კოოპერატივთა კონფედერაციის მიერ გავრცელებულ ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რესპუბლიკის ტერიტორიაზე 50.2 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო იქნა წარმოებული, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია.



იტალიელი მეღვინეებისათვის მიმდინარე წელი ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა - მათ ბაზარზე 42 მლნ ჰექტოლიტრი ალკოჰოლური სასმელის მიწოდება შეძლეს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე თითქმის 17 პროცენტით ნაკლებია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ იტალიის მეღვინეობის მეურნეობების მწარმოებლურობის შემცირება, პირველ რიგში, ქვეყანაში ყურძნის პლანტაციების ფართობების შემცირებით არის გამოწვეული. ანალოგიური სიტუაცია მიმდინარე წლის განმავლობაში ესპანეთშიც შეინიშნებოდა, სადაც 36.5 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო იქნა წარმოებული.


საფრანგეთში ღვინის წარმოების მოცულობათა ზრდის მიუხედავად, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მისი ფასები უახლოეს მომავალში არ შემცირდება. „წელს ევროპაში ყურძნის მოსავალი ჩვეულებრივზე უფრო პატარა აღმოჩნდა, ასე რომ ფრანგი მეღვინეების წარმატებები ფასწარმოქმნაზე არ იმოქმედებს“, - დარწმუნებულია საფრანგეთის მეღვინეობის კოოპერატივთა კონფედერაციის თავმჯდომარე დენი ვერდიე. ამჟამად ერთი ბოთლი სუფრის ფრანგული ღვინო ევროკავშირში დაახლოებით 10 ევრო ღირს.


ექსპერტები ასევე არ გამორიცხავენ, რომ ევროზონაში არსებული კრიზისის გამო გამყიდვლებმა შესაძლოა ალკოჰოლის ფასები გაზარდონ.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3781.html
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:42 | News »
 

"ეკონომიკა: საფრანგეთი ღვინის წარმოების მიხედვით მსოფლიო ლიდერი გახდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 17 May 2024
  • English Georgian