aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ლიბიის ხელისუფლებამ კადაფის გვამთან მიახლოება აკრძალა World News  World News 
ლიბიის ახალმა ხელისუფლებამ მუამარ კადაფის გვამთან მიახლოება აკრძალა. ამის შესახებ 24 ოქტომბერს Reuters იუწყება. დაცვამ ადგილობრივი დროით დღის პირველ საათზე შენობის შესასვლელი,  სადაც კადაფის გვამია დაკრძალული, გადაკეტა. 



ჯამაჰირის ლიდერი 20 ოქტომბერს, მის მშობლიურ ქალაქთან გამართული ბრძოლის დროს დაიღუპა. მოკლე დროში მუამარ კადაფის სხეული მისურატში გადაასვენეს და საჯარო ჩვენების მიზნით ქალაქის ერთერთი მაღაზიაში   მაცივარში მოათავსეს, რომელსაც სამრეწველო დანიშნულება ჰქონდა. იქვე, საჯაროდ იქნა დასვენებული კადაფის ერთერთი შვილის მუსტასიმას გვამი, რომელიც სირტას შტურმის დროს დაიღუპა.


მუსლიმანური ტრადიციების თანახმად პოლკოვნიკის გვამი გარდაცვალებიდან 24 საათში უნდა დაეკრძალათ, თუმცა ლიბიის გარდამავალმა საჭომ დაკრძალვის ადგილზე შეთანხმებას დროულად ვერ მიაღწია. ამის გარდა,  ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია  კადაფის გარდაცვალების მიზეზის დადგენისათვის სხეულის გაკვეთას ითხოვს .


თავის მხრივ, პოლკოვნიკის ნათესავებმა ხელისუფლებას გვამის დაბრუნება სთხოვა, რათა იგი სირტაში დაეკრძალათ. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება სირტაში გვამის გადასვენებას დათანხდა, მაგრამ იგი ამ დრომდე მაინც საჯარო ადგილას არის დასვენებული. როგორც მედია წერს,გარდაცვლილი დიქტატორის სანახავად ათასობით ლიბიელი მიდიოდა.
Source - lenta.ru

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3731.html
Posted by consul | 24 Oct 2011, 21:14 | News »
 

"პოლიტიკა: ლიბიის ხელისუფლებამ კადაფის გვამთან მიახლოება აკრძალა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 01 June 2024
  • English Georgian