aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: 2011 წელს Volkswagen შესაძლოა უმსხვილესი მსოფლიო ავტომწარმოებელი გახდეს Business & Economics  Business & Economics 
გერმანული საავტომობილო კონცერნი Volkswagen AG (VW)მიმდინარე წელს შესაძლოა უმსხვილესი მსოფლიო ავტომწარმოებელი გახდეს, გაუსწრებს რა Toyota Motor Corp.-სა და General Motors Co. (GM)-ს განვითარებად ბაზრებზე ძლიერი მაჩვენებლების წყალობით. ეს გამომდინარეობს სააგენტო Bloomberg-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევიდან.



კერძოდ, არსებული მონაცემებით, გაყიდვების მოცულობა Volkswagen-ისა, რომელიც 2010 წელს მსოფლიო ავტომწარმოებლებს შორის მესამე ადგილზე იმყოფებოდა, მიმდინარე წელს შეიძლება 13%-ით გაიზარდოს და 8.1 მილიონ ერთეულს მიაღწიოს. ამავდროულად, General Motors-მა შესაძლოა შეინარჩუნოს მეორე ადგილი დარგში გაყიდვების მოცულობის მიხედვით, ხოლო Toyota, რომელიც სამი წლის განმავლობაში ზედიზედ ლიდერობდა, 2011 წელს შესაძლოა მესამე სტრიქონზე გადაინაცვლოს.


ექსპერტები Volkswagen-ის გაყიდვების მოცულობის ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად განვითარებადი ქვეყნების ტერიტორიაზე წარმატებულ საქმიანობას ასახელებენ. J.D. Power & Associates-ის ექსპერტთა გაანგარიშებებით, ჩინეთში კომპანიის გაყიდვები მიმდინარე წელს შეიძლება თითქმის 20%-ით გაიზარდოს და 2.3 მლნ ერთეულს მიაღწიოს, ასევე გაორმაგდეს ინდოეთში - 116 ათას ავტომანქანამდე. ამდაგვარად, ინდოეთსა და ჩინეთზე კომპანიის გაყიდვების საერთო მოცულობის დაახლოებით მესამედი მოდის. ამავე დროს, Toyotaწარმოებას აჩერებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე ქარხნებში ტაილანდში წყალდიდობების გამო, ხოლო რამდენიმე თვის წინ კომპანიის წარმოება იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის გამო დაზარალდა.


წელს Volkswagen-ის აქციებმა, ევროპის რეგიონში სავალო კრიზისთან დაკავშირებული მღელვარების ზეწოლის ქვეშ, ფასის თვალსაზრით მხოლოდ 3.3% დაკარგა, მაშინ, როცა GM-ის ფასიანი ქაღალდები 34%-ით, ხოლო Toyota-ს - 20%-ით გაიაფდა.


ამავდროულად, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ Toyotaშეიძლება დაუბრუნდეს ლიდერის პოზიციებს საავტომობილო დარგში გაისად იაპონიაში მარტის მიწისძვრის შემდეგ მწარმოებლური სიმძლავრეების სრულ აღდგენასთან ერთად, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, გაყიდოს 8.4 მილიონი ავტომობილი და Volkswagen-ს 500 ათასი ერთეულით გაუსწროს.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3725.html
Posted by Drakula | 24 Oct 2011, 21:12 | News »
 

"ეკონომიკა: 2011 წელს Volkswagen შესაძლოა უმსხვილესი მსოფლიო ავტომწარმოებელი გახდეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 29 May 2024
  • English Georgian