aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: ამერიკელი წინასწარმეტყველი: სამყაროს დასასრული აუცილებლად დადგება World News  World News 
ცნობილი ამერიკელი მქადაგებელი ჰაროლდ კემპინგი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ სამყაროს დასასრული აუცილებლად დადგება. მან კიდევ ერთხელ განუცხადა თავის თაყვანისმცემლებს, რომ სამყარო 2011 წლის 21 ოქტომბერს 18:00 საათზე (თითოეულ საათის სარტყელში) დაიღუპება. მორიგ აუდიოგზავნილში საიტზე Family Radio Networkკემპინგი ირწმუნება, რომ აპოკალიფსი უკვე შემდეგ პარასკევს დადგება. „ამჯერად, როგორც ჩანს, ეს ყველაფრის ნამდვილი დასასრული იქნება“, - დაამატა მან.



ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კემპინგი სამყაროს დასასრულს პირდება. 17 წლის წინ მღვდელმა განაცხადა, რომ აპოკალიფსი 1994 წლის 15 სექტემბერს დადგებოდა. როდესაც ეს არ მოხდა, მან ახსნა, რომ გათვლებში შეცდომა დაუშვა. კემპინგის თქმით, მან მათემატიკური სისტემა გამოიგონა, რომელიც საშუალებას აძლევს, ბიბლიაში ფარული წინასწარმეტყველებანი განმარტოს.

თუმცა, სისტემა შემდგომშიც იძლეოდა შეცდომებს. კემპინგი მორიგი წინასწარმეტყველებით 2011 წლის დასაწყისში გამოვიდა, როდესაც განაცხადა, რომ ბოლო წლების კატასტროფული მიწისძვრები საშინელი განკითხვის მოახლოებას მოასწავებს. მღვდელის თქმით, კატასტროფა 21 მაისს უნდა მომხდარიყო.


როდესაც 21 მაისი დადგა და დასრულდა, კემპინგმა ახსნა, რომ სინამდვილეში იქნება სამყაროს ორი დასასრული - „სულიერი“ და „ფიზიკური“. მისი თქმით, 21 მაისს „მთელი სამყარო შიშისაგან შეირყა“ და ამით იგი „სულიერად განადგურდა“. ამდაგვარად, ღმერთმა „მიაღწია ზუსტად იმას, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა“.


რაც შეეხება აპოკალიფსის ახალ თარიღს - 21 ოქტომბერს - ეს უკვე სამყაროს „ფიზიკური“ დასასრული იქნება. როგორც კემპინგმა ახსნა, ეს შეუმჩნევლად მოხდება. მისი თქმით, იგი ძალიან დიდხანს ფიქრობდა ამაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ „სამყაროს დასასრული ძალიან, ძალიან ჩუმად დადგება“.


ივნისში კემპინგმა ინსულტი გადაიტანა. ბევრის აზრით, ავადმყოფობა აიძულებდა მას, უარი ეთქვა რადიოში რეგულარულ გამოსვლებზე, მაგრამ ეს პროგნოზები მცდარი აღმოჩნდა. წინასწარმეტყველს თავისი წინასწარმეტყველებებით დიდი მოგება მოაქვს Family Radio-სთვის, რომელიც პირდაპირ ეთერში მის გამოსვლებს უშვებს. ამჟამად არაკომერციული რადიოსადგურის აქტივების ღირებულებამ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3681.html
Posted by Drakula | 19 Oct 2011, 17:49 | News »
 

"ეს საინტერესოა: ამერიკელი წინასწარმეტყველი: სამყაროს დასასრული აუცილებლად დადგება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 01 June 2024
  • English Georgian