aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: „ფილიპსი“ მთელ მსოფლიოში 4.5 ათას თანამშრომელს ამცირებს World News  World News 
გუშინ, 17 ოქტომბერს, ჰოლანდიური ელექტრონიკის გიგანტმა კონცერნმა „ფილიპსმა“ 4.5 ათასი სამუშაო ადგილის შემცირების შესახებ განაცხადა. ეკონომიის სხვა ზომებთან ერთად ეს, როგორც მოსალოდნელია, საშუალებას მისცემს მას, ხარჯები 800 მლნ ევროთი შეამციროს.



სამუშაო ადგილები „ფილიპსის“ საწარმოებში მთელ მსოფლიოში შემცირდება, მათ შორის 1400 - ნიდერლანდებში, სადაც ამ ტრანსნაციონალური კომპანიის შტაბ-ბინა არის განლაგებული. დათხოვნები ამ მომენტიდან 2014 წლამდე გაგრძელდება. როგორც კონცერნის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანს ვან ჰაუტენმა ხაზი გაუსვა, „შემცირებები სამწუხარო, მაგრამ გარდაუვალი ნაბიჯია“, რომელიც თანამედროვე ეკონომიკურ პირობებში კონკურენტუნაციანობის გაუმჯობესებისთვისაა აუცილებელი.


სულ კონცერნის შტატი მთელი მსოფლიოს გარშემო 120 ათას ადამიანს ითვლის, რომლებიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობენ. ამდაგვარად, შემცირებები თანამშრომელთა დაახლოებით 3.7 პროცენტს შეეხება. პერსონალის გათავისუფლების ხარჯზე, როგორც მოსალოდნელია, შესაძლებელი გახდება ეკონომიის დაგეგმილი 800 მლნ ევროს 60 პროცენტის მიღება. დანარჩენი 40 პროცენტის მიღებას კომპანია რესტრუქტურიზაციის სხვა ზომების ხარჯზე აპირებს.


კონცერნი „ფილიპსი, რომელიც სპეციალიზირდება ელექტრონიკის, სამედიცინო აღჭურვილობისა და სინათლის ტექნიკის სფეროში, 1891 წელს ეინდჰოვენში დაარსდა, სადაც ინჟინერმა ძმებმა გერარდ და ანტონ ფილიპსებმა ელექტრონათურების მწარმოებელი პატარა ქარხანა გახსნეს, რომლის პერსონალის რიცხოვნობა 10 ადამიანს, ხოლო მწარმოებლურობა  - დღეში 200-მდე ნათურას შეადგენდა. მაგრამ უკვე 1916 წელს ნიდერლანდების დედოფალმა ვილგელმინამ სწრაფად განვითარებად საწარმოს „სამეფოს“ წოდების ტარების უფლება უბოძა. 1999 წელს ნიდერლანდებში ძმებმა სიკვდილის შემდეგ მიიღეს წოდება „XX საუკუნის საუკეთესო მეწარმეები“. მათ დევიზს „ციფრები მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანები უფრო მნიშვნელოვანია“ უცვლელად იცავენ კონცერნში თაობიდან თაობაში.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3671.html
Posted by Drakula | 19 Oct 2011, 17:36 | News »
 

"ეკონომიკა: „ფილიპსი“ მთელ მსოფლიოში 4.5 ათას თანამშრომელს ამცირებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 14 June 2024
  • English Georgian