aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: მსოფლიო საფონდო ბაზრების დაცემის შედეგად ქართული აქციები 6-27%-ით გაუფასურდა Business & Economics  Business & Economics 
მსოფლიო საფონდო ბაზრების დაცემის შედეგად ქართული აქციები 6-27%-ით გაუფასურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ბიჯი კაპიტალის“ ანალიტიკოსმა აკაკი გელაშვილმა განუცხადა. „არსებული სიტუაცია, პირველ რიგში, სხვა ფასიან ქაღალდებთან ერთად, ქართულ ფასიან ქაღალდებზეც აისახა. კერძოდ, „საქართველოს ბანკის“ აქციების ფასი აგვისტოს მოვლენების შემდეგ 27 პროცენტით დაეცა და 12.5 დოლარი შეადგინა ლონდონის ბირჟაზე. რაც შეეხება ევროობლიგაციებს. „საქართველოს რკინიგზის“ ობლიგაციების ფასი 9 პროცენტით დაეცა, ხოლო საქართველოს სუვერენული ობლიგაციებისა - 6 პროცენტით“, - აღნიშნა მან.



გელაშვილის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკა იზრდება, საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოდის და საქართველოს „სერიოზული საფრთხე“ არ ემუქრება. „იმ შემთხვევაში, თუ არსებული კრიზისი მსოფლიო ბაზრებზე დიდხანს გაგრძელდება, რისი ალბათობაც საკმაოდ დაბალია, მაშინ ეს, ცხადია, საქართველოზეც აისახება. ინვესტორთა უმრავლესობა თავს შეიკავებს ინვესტირებისაგან მანამ, სანამ მსოფლიოში სიტუაცია არ სტაბილიზირდება“, - განაცხადა ექსპერტმა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3615.html
Posted by Drakula | 10 Oct 2011, 18:51 | News »
 

"ეკონომიკა: მსოფლიო საფონდო ბაზრების დაცემის შედეგად ქართული აქციები 6-27%-ით გაუფასურდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 16 May 2024
  • English Georgian