| მეცნიერება-ტექნოლოგიები: საქართველო, ბოლოს და ბოლოს, Google-ის რუქაზე გამოჩნდა | | Georgian News | |
მონაცემები საქართველოს შესახებ, ბოლოს და ბოლოს, Google-ის რუქაზე გამოჩნდა და ე. წ. „თეთრი ლაქის“ ადგილას ქვეყნის შესახებ ქვეყნის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია არის განთავსებული.ამიერიდან ნებისმიერი დაინტერესებული მომხმარებელი Google Map-ზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიღებას შეძლებს. Google-ის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრის სამოქალაქო რეესტრი აწარმოებდა, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში აგროვებდა გეოგრაფიულ მონაცემებს იმისათვის, რათა წარმოედგინა დეტალური ინფორმაცია საქართველოს შესახებ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსოფლიო ინტერნეტ-რუქაზე. ახლა უკვე რუქაზე წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია დასახლებულ პუნქტებზე, გზებზე, საავტომობილო გზებზე, სარკინიგზო მაგისტრალზე, ასევე ყველა გეოგრაფიული ობიექტი - მთები, მწვერვალები, მდინარეები, ტბები და სხვა გეოგრაფიული ობიექტები. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3611.html
| |||
| Posted by Drakula | 10 Oct 2011, 18:48 | News » | |||

| Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.