aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: კომპიუტერული ტექნიკის იმპორტიორები თბილისის ქარხანასთან კონკურენციისთვის ემზადებიან Business & Economics  Business & Economics 
კომპიუტერული ტექნიკის იმპორტიორები კომპიუტერული ტექნიკის ამწყობი ახალი ქართული ქარხნის პროდუქციის კონკურენტუნარიანობას აღიარებენ და აცხადებენ, რომ ახალი მოთამაშის მიერ ბაზარზე შემოტანილი სიახლეებისათვის ემზადებიან.



შეგახსენებთ, რომ თვენახევრის წინ გახსნილი კომპიუტერთა მწარმოებელი ქარხნის დირექტორი ზურაბ მუნჯიშვილი commersant.ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ ისინი სხვა კომპანიებს კონკურენციას უწევენ იმით, რომ პროდუქციას ადგილობრივ მოთხოვნებს არგებენ. მისივე თქმით, მათ ქართული ბაზარი შეისწავლეს და იციან, რომელ სეგმენტს რომელი კომპიუტერები სჭირდება. მუნჯიშვილის განმარტებით, მათთან შეძენილი ტექნიკის ექსპლუატაცია მომხმარებელს უფრო იაფი უჯდება, რადგან სხვა კომპანიებისაგან განსხვავებით, სადაც აუცილებელია ავტორიზებულ ცენტრებთან მიმართვა, მათთან კლიენტი აუცილებელ მომსახურებს 24 საათის განმავლობაში იღებს.


მუნჯიშვილის განცხადებით, ისინი საქართველოში კონკურირებენ იმავე HP-სთან, ვინაიდან აქვთ ხარისხის სერტიფიკატი და სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა შეუძლიათ.


„ტექნო ბუმის“ აღმასრულებელი დირექტორის ეთერ კოკოლაძის თქმით, მათ კომპანიას მომსახურების სერვისის მაღალი ხარისხი აქვთ და მომხმარებლისათვის აუცილებელი მომსახურების გაწევა მათთან მიმართვიდან 2-3 დღიდან 1 თვემდე პერიოდში შეუძლიათ. ამავე დროს, კოკოლაძე ამბობს, რომ თუ ახალი მოთამაშე სერვისის ახალ სტანდარტებს დანერგავს, „ტექნო ბუმი“ ამის შესახებ თავის მომწოდებლებს აცნობებს და ისინი, შესაძლოა, ასევე შეცვლიან სერვისის სტრატეგიას. „ჯერ არ ვიცით, რას შემოთავაზებს ახალი ქარხანა, მაგრამ ჩვენ მის პოლიტიკას მივადევნებთ თვალს და აუცილებლად მომზადებულები შევხვდებით“, - აცხადებს კოკოლაძე.


„მეგატექნიკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ასევე ელოდება კონკურენციის გამწვავებას ბაზარზე. მისი თქმით, თბილისის ქარხნის პროექტი „ინტელთან“ ერთად განხორციელდა, ამიტომ მომხმარებელში ამ ქარხნის პროდუქციის ხარისხი ეჭვს არ გამოიწვევს. შესაბამისად, სხვა ბრენდების პროდუქციას სერიოზული კონკურენტი უჩნდება. „ეჭვგარეშე, კონკურენცია ბაზარზე გამწვავდება. თუ საწარმო მოგების დაბალი მარჟის ხარჯზე წარმოების მოცულობის გაზრდასა და ბაზრის 20-30%-ის ათვისებას გადაწყვეტს, ეს, ცხადია, აიძულებს იმპორტიორთა კომპანიებს, შეცვალონ მიდგომები და სიახლეებს უპასუხონ“, - აცხადებს ხუციშვილი.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3580.html
Posted by Drakula | 06 Oct 2011, 19:04 | News »
 

"ეკონომიკა: კომპიუტერული ტექნიკის იმპორტიორები თბილისის ქარხანასთან კონკურენციისთვის ემზადებიან" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian