aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: ბრიტანელთა მხოლოდ 5% მიიჩნევს საკუთარ თავს ბედნიერად World News  World News 
დიდი ბრიტანეთი მიჩნეულ შეიძლება იქნას ქვეყნად ცხოვრების ყველაზე დაბალი ხარისხით ევროპაში, რასაც მოწმობს საიტ uSwitch.com-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მონაცემები. გამოკვლევის ჩატარების დროს ექსპერტები ქვეყანაში ცხოვრების განმსაზღვრელ 16 კრიტერიუმს ითვალისწინებდნენ, მათ შორის საშუალო შემოსავალს, დღგ-ს, პირველი საჭიროების საქონლის ღირებულებას, საწვავის, პროდუქტებისა და ელექტროენერგიის ფასს, ასევე ცხოვრების პირობებს, წელიწადში მზის საათების რაოდენობასა და ქვეყნის თავად მაცხოვრებელთა აზრებს.



გაირკვა, რომ დიდ ბრიტანეთში ცხოვრების ხარისხი უფრო ცუდია, ვიდრე პოლონეთშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უფრო სტაბილურია, ვიდრე ევროპის სხვა ზოგიერთ ქვეყანაში.


ამგავარად, პოლონეთის, საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის მაცხოვრებლები ნაკლებ შემოსავალს იღებენ, მაგრამ მნიშვნელოვნად უფრო ბედნიერები არიან. ამავე დროს, ბრიტანეთში მაცხოვრებეთა მხოლოდ 5% მიიჩნევს საკუთარ თავს ბედნიერად, 10%-ს კი საერთოდაც ქვეყნიდან წასვლა სურს.


მთავარი ფაქტორი, რომელმაც სიაში დიდი ბრიტანეთის ადგილი განსაზღვრა, გახდა დანაშაულებრიობის, ძალადობისა და ცხოვრების ღირებულების დონე.


„გრძელი სამუშაო კვირა, ცოტა დასვენების დღე, მაღალი საპენსიო ასაკი - არც თუ ისე მიმზიდველი სურათია ბრიტანელებისათვის“, - ამტკიცებენ გამოკვლევის ავტორები.


„ჩვენთან ყველაზე ძვირი საკვები და დიზელური საწვავის ფასია, ბენზინის ღირებულება საშუალოზე უფრო მაღალია, მზის საათები კი წელიწადში კი დანარჩენებზე უფრო ნაკლებია“, - ამატებენ ისინი.


ბრიტანელთა 59%-მა ასევე განაცხადა, რომ ისინი საზოგადოების მდგომარეობით არიან შეშფოთებულნი, რომელიც, ზაფხულის დარბევებიდან გამომდინარე, არც თუ ისეთი კარგია. დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებელთა 49%-მა აღნიშნა, რომ მათთვის ნამდვილი ტვირთია ცხოვრების ღირებულება, ხოლო 47%-მა თქვა, რომ შეშფოთებული არის დანაშაულებრიობისა და ძალადობის ზრდადი დონით, იტყობინება Daily Mail.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3537.html
Posted by Drakula | 03 Oct 2011, 18:47 | News »
 

"ეს საინტერესოა: ბრიტანელთა მხოლოდ 5% მიიჩნევს საკუთარ თავს ბედნიერად" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 10 June 2024
  • English Georgian