aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: NASA-ში დაითვალეს, რამდენი ასტეროიდი ემუქრება ჩვენს პლანეტას World News  World News 
NASA-ს სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ მათ შეძლეს დაეთვალათ თითქმის ყველა ასტეროიდი დედამიწის შემოგარენში, რომლებიც შეიძლება ჩვენი პლანეტისთვის საშიში იყოს. ერთზე მეტი წლის განმავლობაში ინფრაწითელი ტელესკოპი WISEასკანირებდა კოსმოსურ სივრცეს და სწორედ თავისი ინფრაწითელი მხედველობის წყალობით შეძლო ყველაზე ბნელი ობიექტების დანახვაც.



ასე, ასტრონომთა მონაცემებით, ჩვენი პლანეტის მახლობლად 1-ზე მეტი კილომეტრის მქონე დიამეტრის 1000-ზე ოდნავ ნაკლები რაოდენობის ასტეროიდი იმყოფება, თუმცა მათგან დედამიწასთან მოახლოება სადღაც ნახევარს შეუძლია.


რაც შეეხება 100 მეტრიდან 1 კილომეტრამდე დიამეტრის ციურ სხეულებს, ახალი მონაცემებით, ჩვენი პლანეტის არემარეში ასეთი 19 500 ასტეროიდია, და არა 35 000, როგორც ადრე იყო მიჩნეული. თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რომლებმაც უნდა აჩვენოს, საჭიროა თუ არა დედამიწისათვის ასტეროიდული საშიშროების ამჟამად არსებული შეფასებების გადახედვა.


შეგახსენებთ, რომ ახალი კოსმოსური ობიექტების ძიების მისიას ეწოდება NEOWISE. აღნიშნული აბრევიატურა იშიფრება როგორც NEO - Near-Earth Object, WISE- თავად ტელესკოპის სახელი.


ღირებულება ინფრაწითელი ტელესკოპისა Wise, რომელიც დედამიწისახლო ორბიტაზე 2009 წლის ბოლო იქნა გაშვებული, 320 მილიონ დოლარს შეადგენს.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3526.html
Posted by Drakula | 01 Oct 2011, 20:27 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: NASA-ში დაითვალეს, რამდენი ასტეროიდი ემუქრება ჩვენს პლანეტას" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 4
Votes: 1


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 June 2024
  • English Georgian