aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: თუ რუსეთი არ მოდერნიზირდება, მაშინ მას მტანჯავი კოლაფსი ელის Georgian News  Georgian News 
თუ რუსეთი არ მოდერნიზირდება, მაშინ მას ძალიან მტანჯავი კოლაფსი ელის, მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იუწყება “GHN“. თავისი მოსაზრებები საქართველოს მეთაურმა უკრაინულ გამოცემა „დღეს“ გაუზიარა. შეკითხვაზე, რას ელოდება იგი აშშ-სა და რუსეთში მომავალი არჩევნებისაგან, პასუხის გაცემისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „არჩევნები მხოლოდ ამერიკაში ჩატარდება“.



„ვფიქრობ, რომ არჩევნები ამ ორი ქვეყნიდან მხოლოდ ამერიკაში ჩატარდება. რუსეთში ამას არჩევნებს მხოლოდ ძალიან პირობითად ვუწოდებთ. მაგრამ რაც შეეხება ცვლილებებს, თუ რუსეთი არ მოდერნიზირდება, მას ძალიან მტანჯავი კოლაფსი ელის. თანაც ეს ჩემი მოლოდინი არ არის - ეს არის ის, რასაც რუსი ელიტა, პოლიტილოგები ამბობენ, ამის შესახებ მათი ხელმძღვანელობაც კი საუბრობს. თუ სახელმწიფოს პირველი პირი გამოდის სიტყვებით „ჩვენ არ დავიშლებით, ჩვენ არ დავინგრევით“, ეს უკვე ცუდი ნიშანია“, - თქვა სააკაშვილმა.


მან აღნიშნა, რომ რუსეთში იგივე პროცესები მიმდინარეობს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა სსრკ-ს დაშლისას.


„არასდროს არც კი დავფიქრებულვარ იმაზე, რომ საქართველო დაიშლება ან დედამიწის ზედაპირიდან გაუჩინარდება. ამავე დროს, მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ იშლებოდა საბჭოთა კავშირი და ვხედავ აშკარა ანალოგიებს იმ პროცესებთან, რომლებიც ამჟამად რუსეთში მიმდინარეიბს. მათ წყობა უნდა შეცვალონ, იმიტომ რომ სერიოზული მოდერნიზაციის, ღია საზოგადოების ელემენტების შემოღების გარეშე XXIსაუკუნეში ცხოვრება შეუძლებელია იმის ხარჯზე, რომ შენი მეზობლები კარგად ვითარდებიან, ხოლო შენი საწვავის ფასი მაღალია და მუდმივად იზრდება“, - აღნიშნა მან.


აშშ-ის თემაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ამ ქვეყნისთვის ეკონომიკური კრიზისის დაძლევაა მნიშვნელოვანი.


„რაც შეეხება აშშ-ს, ეს ხომ უკვე, ზოგადად, დამტკიცებულია, რომ არ არსებობს დემოკრატიული ან რესპუბლიკური საერთაშორისო პოლიტიკა - არის უბრალოდ ამერიკის საგარეო პოლიტიკა, არის მისი მუდმივი ინტერესები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მ უბრალოდ ეკონომიკური კრიზისი დაძლიოს: თუ ამერიკა სუსტი იქნება, თუ ევროპა იქნება სუსტი, მაშინ ის ძალები, რომლებსაც თამაშის საერთაშორისო წესები არ უყვართ, არ უყვართ ცივილიზებული მოქცევა, ისინი ძალიან გააქტიურდებიან და ამით ჩვენთვის უკეთესი არ იქნება. ამიტომ ყველაფერი არა იმაზეა დამოკიდებული, ვინ იქნება ახალი ამერიკული ადმინისტრაციის სათავეში, არამედ იმაზე, სად იქნება ამერიკა. შეძლებს იგი ყურადღების გადატანას შიდა სიტუაციიდან საერთაშორისო პრობლემებზე?


თუმცა ცოდვაა, რაიმეს ვუჩივლო. მიუხედავად ყველა პრობლემისა, საქართველო ამ წლების განმავლობაში ყოველთვის იმყოფებოდა ამერიკის ყურადღების ცენტრში. ამისათვის ჩვენ მას დიდ მადლობას ვუხდით“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3458.html
Posted by Drakula | 15 Sep 2011, 19:16 | News »
 

"პოლიტიკა: თუ რუსეთი არ მოდერნიზირდება, მაშინ მას მტანჯავი კოლაფსი ელის" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian