aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ობამას მიაჩნია, რომ მან შეძლო ეკონომიკის სტაბილიზაცია World News  World News 
ბარაკ ობამას მიაჩნია, რომ მისმა ადმინისტრაციამ ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაცია შეძლო. ასეთი მოსაზრება აშშ-ის პრეზიდენტმა გუშინ, 12 სექტემბერს, ტელეარხ ენ-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა. „ჩვენ ეკონომიკის სტაბილიზაცია შევძელით და ეს უდიდესი მიღწევაა, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. - მაგრამ ეს ჯერ სულ არ არის. ახლა ყველაზე მთავარი ამერიკელებისთვის სამუშაო ადგილების დაბრუნებაა“.



ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის მიერ შემუშავებული „კანონპროექტი ამერიკაში სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ“ ქვეყანაში ფინანსურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების გეგმის საკვანძო ელემენტია. „ღონისძიებათა ეს პაკეტი რეცესიის მეორე ტალღისაგან დაზღვევას მოგვცემს, ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას და ხალხს სამსახურს დაუბრუნებს, - თქვა ბარაკ ობამამ. - ეს სწორედ ისაა, რასაც ამერიკელები უკვე დღეს ელოდებიან“.


ინტერვიუს მსვლელობაში ამერიკელმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ „თავის შემცირებად რეიტინგს განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევს“ და „რესპუბლიკელთა დებატებს თვალს არ ადევნებს“. „აშშ-ის პრეზიდენტს თავისი სამუშაო არ უნდა აღელვებდეს, მას უნდა აღელვებდეს სამუშაო ადგილები თავისი მოქალაქეებისათვის, - განაცხადა ბარაკ ობამამ. - რაც შეეხება რესბპუბლიკელთა დებატებს, მე ჩემ საკუთარსაც კი არ ვუყურებდი, სხვაზე რაღა უნდა ვთქვა“. „მოდით, დაველოდოთ, სანამ ისინი ერთიან კანდიდატს აირჩევენ და მაშინ ჩვენ დრო გვექნება, მათთან დებატების არა ერთი რაუნდი ჩავატაროთ“, - თქვა პრეზიდენტმა.


ბარაკ ობამა თეთრ სახლში 2009 წლის იანვარში მოვიდა, როდესაც ქვეყანა მხოლოდ იწყებდა გამოსვლას სერიოზული ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც 2007 წლის დეკემბერში დაიწყო და ამერიკელებს 7.5 მლნ სამუშაო ადგილი წაართვა. თუ ადმინისტრაციის უფროსის სახით პირველი თვეების განმავლობაში მას შეეძლო ოპონენტთა თავდასხმების არიდება იმის ხაზგასმით, რომ მას მისი წინამორბედის - რესპუბლიკელის ჯორჯ ბუში-უმცროსისაგან მძიმე ეკონომიკური მემკვიდრეობა ხვდა წილად, ახლა ამომრჩევლები დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკის ზრდის დაჩქარების უუნარობას უკვე უშუალოდ მოქმედ პრეზიდენტს აბრალებენ. რესპუბლიკელები, თავის მხრივ, აკრიტიკებენ მის ადმინისტრაციას ხაზინიდან შეუკავებელი ხარჯებისთვის და თან აღნიშნავენ, რომ ეს საბიუჯეტო დეფიციტის შემდგომ ზრდას უწყობს ხელს. 2010 და 2011 წლებში იგი 1.3 ტრლნ დოლარს აჭარბებდა.


ამჟამად აშშ-ში უმუშევრობა იმავე დონეზე რჩევა, რაც თვით ადრე - 9.1 პროცენტზე. სამსახური 14 მლნ-ზე მეტ ამერიკელს არა აქვს.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3429.html
Posted by Drakula | 13 Sep 2011, 19:37 | News »
 

"ეკონომიკა: ობამას მიაჩნია, რომ მან შეძლო ეკონომიკის სტაბილიზაცია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 May 2024
  • English Georgian