aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ლონდონმა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის აღდგენაზე უარი განაცხადა World News  World News 
დიდი ბრიტანეთი რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებს, რომელიც ჯაშუშის ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის შემდეგ გაიყინა. ამის შესახებ რუსეთში ვიზიტის დროს დიდი ბრიტანეთის მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, იუწყება რია– ნოვოსტი.



ამასთან ერთად, კემერონის თქმით, ლონდონი რუსეთის ფედერაციასთან მხოლოდ იმ თანამშრომლობისთვისაა მზად, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას ეხება.

ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თანამშრომლობის აუცილებელობა არსებობს არა მხოლოდ  სამართალდამცავ ორგანოებს შორის, არამედ სპეცსამსახურებს შორისაც. " ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ იმის სხვადახვა ვარიანტები, თუ როგორ შევასრულოთ ეს სამუშაო"–ამის შესახებ, პრეზიდნეტმა, პრესს–კონფერენციაზე,  კემერონთან წარმოებული მოლაპარაკებების შეჯამებისას განაცხადა.


ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ლონდონის პოზიცია ლიტვინენკოსთან დაკავშირებით შეუცვლელია. " ფაქტია, რომ ორი ქვეყნის ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ თანხმდება"–განაცხდა კემერონმა. – და მე მის შეცვლას არ ვაპირებ". თავის მხრივ,მედვედევმა მოუწოდა, ამ საქმის  პოლიტიზირება არ მოახდინონ  და ის იურიდიულ კონტექსტში განიხილონ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეები არასოდეს არ გადაეცემა უცხოურ სახელმწიფოებს, რადგან ეს რუსეთის კონსტიტუციით აკრძალულია.


რუსეთის ყოფილი ჯაშუში ალექსანდრ ლიტვინენკო ლონდონაში, 2006 წლის ნოემბერში , პოლინიუ–210–ის მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. ბრიტანეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა ეს ფაქტი მკვლელობად მიიჩნია და მომხდარის გამო რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრ ლუგავოი დაადანაშაულა. ლონდონმა მისი ბრიტანეთში ექსტრადირება მოითხოვა, რაზეც მოსკოვმა უარი განაცხადა. მოგვიანებით ლუგავოი სახელმწიფო დუმის დეპუტატდ იქნა არჩეული ლიბერალ–დემოკრატიული პარტიიდან.


ლიტვინენკოს მკველობის შემდეგ , რომელსაც ბრიტანეთისგან პოლიტიკური თავშესაფარი და გარკვეული ინფრომაციის თანახმად მოქალაქეობაც ჰქონდა მიღებული,  ლონდონისა და მოსკოვის ურთიერთობა შესამჩნევად გართულდა.
Source - lenta.ru

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3423.html
Posted by consul | 12 Sep 2011, 22:22 | News »
 

"პოლიტიკა: ლონდონმა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის აღდგენაზე უარი განაცხადა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 06 May 2024
  • English Georgian