aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: „თბილისის მიკროავტობუსი“: ახალი წლიდან მიკროავტობუსებით მგზავრობა არ გაძვირდება Georgian News  Georgian News 
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ უარყოფს გავრცელებეულ ინფორმაციას იმაზე, რომ, თითქოს-და, ახალი წლიდან სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის ღირებულება 1 ლარამდე გაძვირდება. „აღნიშნული ინფორმაცია სრულიად უსაფუძვლოა. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობის ფასის დადგენა კომპანიის პრეროგატივაა, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, - აცხადებენ კომპანიაში.



მათი თქმით, მგზავრობის ღირებულება 80 თეთრს არ გადააჭარბებს. ასევე არ შეიცვლება მგზავრობის ღირებულება იმ სამარშრუტო ტაქსებში, რომლებიც ამ ეტაპზე 40, 50 და 60 თეთრი ღირს.


როგორც გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, ინფორმაციას მარშრუტკებში მგზავრობის ღირებულების სავარაუდო გაზრდის შესახებ მიკროავტობუსების მძღოლები ავრცელებენ. მათი თქმით, ახალ სამარშრუტო ტაქსებში მუშაობა არამოგებიანია, რადგან შემოსავლები ძლივს ფარავს ხარჯებს.


„ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ სამარშრუტო ბიზნესი კერძოა და, შესაბამისად, ისინი საკუთარი თავისგან ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიან. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“, რომელმაც თბილისის მასშტაბით მგზავრთა გადაყვანის უფლება 20 წლის ვადით მიიღო, კომენტარებზე კატეგორიულ უარს ამბობენ“, - აღნიშნულია სტატიაში.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3420.html
Posted by Drakula | 12 Sep 2011, 22:20 | News »
 

"საზოგადოება: „თბილისის მიკროავტობუსი“: ახალი წლიდან მიკროავტობუსებით მგზავრობა არ გაძვირდება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 06 May 2024
  • English Georgian