aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: სააკაშვილი: „ქვეყანაში უმუშევრობა უკავშირდება იმას, რომ თანამედროვე მოთხოვნები სხვა კვალიფიკაციას საჭიროებს Georgian News  Georgian News 
„ქვეყანაში უმუშევრობა უკავშირდება იმას, რომ თანამედროვე მოთხოვნები სხვა კვალიფიკაციას საჭიროებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში საკუთარ ვენახში იმ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლებმაც ტექნიკურ სპეციალობებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღეს. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ამ სტუდენტებმა აირჩიეს პროფესიები, რომლებშიც სპეციალისტები ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად სჭირდება.



„ახალგაზრდობისთვის უმუშევრობა პრობლემა არ უნდა წარმოადგენდეს, მთავარია, რომ პროფესიას ფლობდეთ“, - აღნიშნა მან.


მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უცხოური ენებისა და კომპიუტერის ფლობის მნიშვნელოვნობას, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობას. პრეზიდენტის თქმით, იგი ყოველთვის მოუწოდებს ახალგაზრდობას, 1-2 წლით გაემგზავროს საზღვარგარეთ და იქაურ კულტურას გაეცნოს.


„მე არ მეშინია, რომ ქართველები იქ დარჩებიან“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.


შეხვედრის დასასრულ მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცა.


პრეზიდენტმა სტუდენტები და განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი არაფორმალურ გარემოებაში მიიღო და მათთან ერთად მწვადები მოამზადა. ხოლო ვენახი, სადაც შეხვედრა ჩატარდა, ნახევარ ჰექტარზეა განლაგებული და მიხეილ სააკაშვილმა იგი დაახლოებით 3 თვის წინ 30 000 ლარად შეიძინა და მანდ 60 კვადრატული მეტრის სახლს აშენებს.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3414.html
Posted by Drakula | 12 Sep 2011, 21:28 | News »
 

"საზოგადოება: სააკაშვილი: „ქვეყანაში უმუშევრობა უკავშირდება იმას, რომ თანამედროვე მოთხოვნები სხვა კვალიფიკაციას საჭიროებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 04 May 2024
  • English Georgian