aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: იაპონიამ საქართველოს სუფთა ენერგიის გამომუშავებისთვის 5 მლნ დოლარი გამოუყო Georgian News  Georgian News 
ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხელი მოეწერა ტექნიკურ შეთანხმებას საერთაშორისო თანამშრომლობის იაპონურ სააგენტოს (JICA) საგრანტო პროექტ „მზის ენერგიის სისტემით გამომუშავებული სუფთა ენერგიის დანერგვის“ განხორციელების შესახებ. გრანტის სიდიდე 480 მლნ იენს (დაახლოებით 5 მლნ დოლარს) შეადგენს.



იაპონიის მთავრობის საგრანტო პროექტი ფოტოელექტრული (მზის) პანელების მონტაჟსა და გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენებას ითვალისწინებს. პროექტი არის გამოხმაურება გლობალურ კლიმატურ ცვლილებებზე - „ე. წ. მერების შეთანხმებაზე“, რომელიც 2020 წლისთვის სასათბურე აირების, სულ ცოტა, 20 პროცენტით დაყვანას ითვალისწინებს. ამ შეთანხმებას თბილისიც შემოუერთდა.


საქართველოს მთავრობის 7 სექტემბრის დადგენილებით, გრანტის მიმღებ ორგანიზაციებად დადგენილია ილიას უნივერსიტეტი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. კერძოდ, მზის პანელები ილიას უნივერსიტეტსა და საქართველოს აეროპორტთა გაერთიანებაში დამონტაჟდება.


როგორც ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ აღნიშნა, საქართველოს მზის სისტემის გამოყენების დიდი პოტენციალი აქვს, აღნიშნული პროექტი კი ქვეყანაში ახალი ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვას ხელს შეუწყობს. მისი თქმით, აეროპორტთან ენერგოპანელების დადგენით მნიშვნელოვნად შემცირდება ხარჯები.


„მოხარული ვარ, რეომ საქართველო რეგიონში სუფთა ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით ლიდერობს“, - განაცხადა ქობალიამ.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3413.html
Posted by Drakula | 12 Sep 2011, 21:27 | News »
 

"ეკონომიკა: იაპონიამ საქართველოს სუფთა ენერგიის გამომუშავებისთვის 5 მლნ დოლარი გამოუყო" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 4
Votes: 1


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 04 May 2024
  • English Georgian