aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: გრიგოლ ვაშაძე: დიპლომატები მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტისაგან ახალ ინსტრუქციებს მიიღებენ Georgian News  Georgian News 
ქართველი დიპლომატები მიიღებენ ინსტრუქციებს ამბასადორიალის ფარგლებში, რომელიც დღეს, 12 სექტემბერს, თბილისში გაიხსნა, იუწყება “GHN“. როგორც შეხვედრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსმა განაცხადა, საზღვარგარეთ აკრედიტირებულ ქართველ დიპლომატებთან შეხვედრა უკვე ტრადიციად იქცა და დიდი მნიშვნელობა აქვს.



„ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ახორციელებენ ელჩები სამუშაოს იმ ქვეყნებსა და ორგანიზაციებში, სადაც ისინი მივლინებულები არიან. აუცილებელია, რომ ჩვენმა დიპლომატებმა მთავრობისა და კონკრეტულად საქართველოს პრეზიდენტისაგან ინსტრუქციები მიიღონ“, - თქვა ვაშაძემ.


მან აღნიშნა, რომ ინსტრუქციები ოთხ ძირითად მიმართულებაზე იქნება გამახვილებული.


„პირველი - ეს არის უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შექმა საქართველოსთვის, რათა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები და ეკონომიკური მშენებლობა გაგრძელდეს. მეორე - დეოკუპაცია - ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსი საოკუპაციო ჯარების გამოყვანა და მანდ მშვიდობიანი ოპერაციების წარმოება, მესამე - საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური მშენებლობისთვის ხელშეწყობის გაწევა, მეოთხე - ევრო და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია - სვლა ევროკავშირსა და ნატოსკენ რაც შეიძლება სწრაფი ტემპით“, - ვაშაძის თქმით, ასეთ ინსტრუქციებს მისცემენ ქართველ დიპლომატებს.


ამავე დროს, მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა წინ მოძრაობს, „ჯერ კიდევ რჩება დიდი გამოწვევები და პრობლემები“.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3412.html
Posted by Drakula | 12 Sep 2011, 21:27 | News »
 

"პოლიტიკა: გრიგოლ ვაშაძე: დიპლომატები მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტისაგან ახალ ინსტრუქციებს მიიღებენ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 04 May 2024
  • English Georgian