aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: 2010 წლის განმავლობაში პარლამენტარებმა ხელფასის, დანამატებისა და პრემიების სახით 7 431 539 ლარი მიიღ Business & Economics  Business & Economics 
2010 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრებს ხელფასისა და დანამატების სახით 5 156 417, ხოლო პრემიების სახით - 2 275 122 ლარი გასცეს. ამ მონაცემებს საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა აქვეყნებს. ამას გარდა, 2011 წლის პირველ და მეორე კვარტლებში (იანვარი-ივლისი) გაცემული ხელფასებისა და დანამატების თანხა 2 588 246 ლარს, ხოლო პრემიების სიდიდე - 1 137 792 ლარს შეადგენს.



საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზამ საქართველოს პარლამენტს ოფიციალური წერილით მიმართა, რომელშიც მოითხოვა ინფორმაცია 2010 წლისა და 2011 წლის პირველი და მეორე კვარტლების განმავლობაში ქვეყნის შიგნით საქართველოს პარლამენტის ყველა 150 წევრის (კონკრეტული პირების მითითების გარეშე) მივლინებებზე ხარჯების საერთო სიდიდის შესახებ.


საქართველოს პარლამენტის პასუხი აღნიშნულ საკითხზე არასრულფასოვანია, ვინაიდან წერილში მხოლოდ საერთო ციფრია მოცემული.


2010 წლის განმავლობაში პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მივლინებებზე „2010 და 2011 წლების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 1 200 000 ლარი გამოიყო.


საქართველოს პარლამენტის წევრთა მომსახურე ავტომანქანების რიცხვი 53 ერთეულს შეადგენს. ამ ავტომობილებზე საწვავის ფაქტობრივმა დანახარჯმა 2010 წელს 273 250 ლიტრი, ხოლო 2011 წლის პირველ ექვს თვეში - 153 350 ლიტრი შეადგინა.


რაც შეეხება პარლამენტართა კომუნიკაციის ხარჯებს, 2010 წლის მონაცემებით, ფაქტობრივმა ხარჯებმა 116 710 ლარი, ხოლო 2011 წლის ექვს თვეში - 71 085 ლარი შეადგინა. მობილური ტელეფონებით საუბრების ლიმიტი 2010 წლის 2 თებერვლის პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით დგინდება და ყოველ კომიტეტზე თვეში 400 ლარს შეადგენს.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3407.html
Posted by Drakula | 12 Sep 2011, 21:22 | News »
 

"ეკონომიკა: 2010 წლის განმავლობაში პარლამენტარებმა ხელფასის, დანამატებისა და პრემიების სახით 7 431 539 ლარი მიიღ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 03 May 2024
  • English Georgian