aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ქაიროს არეულობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა World News  World News 
ქაიროში, ისრელის საელჩოს წინ, ღამით დაწყებული არეულობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეოთხე კი გულის შეტევის გამო გარდაიცვალა. ამის შესახებ Agence France-Presse ადგილობრივი მედიკოსების ინფრომაციაზე დაყრდნობით იუწყება. არეულობის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა,  მათ შორის 300 პოლიციის თანამშრომელი.



9 სექტმებერს, ღამით, ისრაელის საელჩოსთან მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა. ხალხი, მიმდინარე წლის აგვისტოს,  ისრაელის საზღვართან, 5 ეგვიპტელი ჯარისკაცის მკვლელობას აპროტესტებდა.


დემონსტრანტებმა შეძლეს ირაელის საელჩოს წინ აღმართული "უსაფრთხოების კედლის" დანგრევა და ისრაელის დროშის ჩამოხსნა. დემონსტრანტების დასარბევად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.


პოლიციამ არეულობის 19 პროვოკატორი დააკავა, რომლებიც სამხედრო პროკურატურას დასაკითხად გადასცა. შენობასთან, რომელშიც  ისრაელის დიპლომატიური მისია მდებარეობს, 10 სექტემბერს, ღამით ჯავშანტექნიკა და არმია იქნა გაგზავნილი.


ისრაელის ელჩმა, საელჩოს თანამშრომლებმა და მათი ოჯახის წევრებმა ეგვიპტე უკვე დატოვეს.


ისრალის საელჩოს შენობაზე განხორციელებული თავდასხმა 1979 წლის შემდეგ ყველაზე სერიოზული ინცინდენტი გახდა. აღნიშნულ წელს  ქაირომ მეზობელთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.


ისრაელის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმის გამო ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანაგებო სიტუაცია გამოაცხადა.


ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც დემონსტრანდებმა ისრაელის სალჩოში შეაღწიეს. პირველი აქცია 19 აგვისტოს გაიმართა, მას შემდეგ რაც 5 ეგვიპტელი ჯარისკაცი მოკლეს.


ანტიებრაული დემონსტრაციები არ შეჩერებულა, შენობასთან სადაც დიპლომატიური მისია მდებრაოებს, ბეტონის დამცავი კედელი იქნა აღმართული.
Source - lenta.ru

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3406.html
Posted by consul | 11 Sep 2011, 20:41 | News »
 

"პოლიტიკა: ქაიროს არეულობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 03 May 2024
  • English Georgian