aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: კირტაძე: „სასკოლო სახელმძღვანელოების ღირებულება 100-დან 260 ლარამდე მერყეობს“ Georgian News  Georgian News 
საქართველოს ლეიბორისტული პარტია სპეციალური განცხადებით მიმართავს ხელისუფლებებს სასკოლო სახელმძღვანელოებსა და სასკოლო ნივთებზე მაღალ ფასებთან დაკავშირებით. როგორც გუშინ, 9 სექტემბერს, პარტიის ოფისში ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე ლეიბორისტთა საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირტაძემ განაცხადა, სახელმძღვანელოთა კატასტროფული ფასები არა მხოლოდ სოციალური პრობლემაა, ეს საერთოეროვნული პოლიტიკის საკითხია, რომელიც საქართველოს მომავალს უკავშირდება.



„კერძოდ: ხელისუფლებებისა და განათლების სამინისტროს მიერ გაპიარებული ფარსი სასკოლო სახელმძღვანელოებზე მინიმალურ ფასებთან დაკავშირებით აბსოლუტური სიცრუეა, სინამდვილეში ეს ფასები კატასტროფულია და 100-დან 260 ლარამდე მერყეობს, რასაც ემატება ასევე კატასტროფული ფასები სასკოლო ნივთებზე. შეგახსენებთ, რომ უსასრულო ექსპერიმენტების წყალობით, რომლებსაც საგანმანათებლო რეფორმა ეწოდება, ახალი წიგნების შეძენა სავალდებულოა ყოველი წლისთვის, რაც მხოლოდ მონოპოლისტური კომპანიებისა და სამთავრობო კლანების ბიზნეს-ინტერესებს ემსახურება. ყველაფერი ეს შეუძლებლად ხდის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ თავისი ბავშვების უზრუნველყოფას თუნდაც საშუალო განათლებით“, - განაცხადა კირტაძემ და დაამატა, რომ ლეიბორისტული პარტია წიგნებისა და სასკოლო ნივთებისათვის განკუთვნილ საბეჭდ მასალებზე საბაჟო გადასახადის გაუქმებას მოითხოვს, რაც წიგნებისა და სასკოლო ნივთების ღირებულებას, სულ ცოტა, ნახევრით შეამცირებს.


„კეთილი ინებეთ უზრუნველყოთ მოსწავლეები, მითუმეტეს, სოციალურად დაუცველნი, რომლებსაც ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენს, უფასო სახელმძვანელოებითა და სასკოლო ნივთებით. დიახ, უფასოდ, მოსწავლეებისა და მათი ოჯახებისათვის. გასწიეთ შესაბამისი ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ, პრეზიდენტისა და თბილისის მერის მრავალმილიონიანი სარეზერვო ფონდებიდან, რომლებიც დახურულია და გამოიყენება იაფი შოუებისთვის, კონცერტებისა და მათი გართობებისათვის. მივმართავთ გაეროს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტსა და გაერის თბილისის ოფისს საშუალო განათლების სოციალური დაცვის საკითხების მუდმივი და თანამიდევრული მონიტორინგის განხორციელების თხოვნით“, - განაცხადა მან.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3402.html
Posted by Drakula | 11 Sep 2011, 20:38 | News »
 

"პოლიტიკა: კირტაძე: „სასკოლო სახელმძღვანელოების ღირებულება 100-დან 260 ლარამდე მერყეობს“" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 03 May 2024
  • English Georgian