aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საქართველოში ყველაზე მოხმარებადია რეგულარის ტიპის ბენზინი Business & Economics  Business & Economics 
მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულ ბენზინს შორის უდიდესი წილი მოდის A-92 რეგულარის ტიპის საწვავზე - 158 689 970 კილოგრამი, ანუ 72.3 პროცენტი, A-95 პრემიუმის ტიპის საწვავის წილი - 54 471 871 კილოგრამი, ანუ 24.8 პროცენტი და A-98 სუპერის ტიპის ბენზინი - 6 241 089 კილოგრამი, ანუ 2.8 პროცენტი. ამის შესახებ აცხადებს ნავთობპროდუქტთა იმპორტიორების კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.



„წინა წლებისაგან განსხვავებით, შემცირებულია რეგულარის ტიპის ბენზინის იმპორტი, რომელიც ადრე 80 პროცენტს შეადგენდა. მის ხარჯზე გაზრდილია პრემიუმისა და სუპერის იმპორტი. რეგულარის საწვავის დიდი წილი განპირობებულია იმით, რომ მისი ფასი მნიშვნელოვნად დაბალია (საშუალოდ 10-15 თეთრით), ამასთან, მიუხედავად მუდმივი განახლებისა, საქართველოს ავტოპარკი მაინც მოძველებულია და ქვეყანაში არსებული ტრანსპორტისთვის აღნიშნული საწვავის მოხმარება სრულიად მისაღებია. მთვრალაშვილი განმარტავს, რომ დღეს მოხმარებადი ბენზინის თითქმის 60 პროცენტი ევრო 4-ისა და ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი საწვავია.


„აღნიშნული კატეგორიის საწვავი ევროპული ქვეყნებიდან არის იმპორტირებული, კერძოდ: საბერძნეთიდან, იტალიიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან. პრემიუმისა და სუპერის ტიპის ბენზინის იმპორტი მხოლოდ ევროპიდან ხორციელდება. რაც შეეხება დარჩენილ 40 პროცენტს, რომლის იმპორტიც აზერბაიჯანიდან ხორციელდება, საჭიროა აღინიშნოს, რომ თავისი ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით, იგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბოლო წლების განმავლობაში“, - აღნიშნავს იგი. რაც შეეხება დიზელს, უდიდესი წილი უკავია L-62+-ს - 174 175 791 კილოგრამი, ანუ 70.9 პროცენტი. დანარჩენი წილი მოდის ევრო დიზელზე - 70 421 228 კილოგრამი, ანუ 29 კილოგრამი.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3400.html
Posted by Drakula | 11 Sep 2011, 20:35 | News »
 

"ეკონომიკა: საქართველოში ყველაზე მოხმარებადია რეგულარის ტიპის ბენზინი" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 03 May 2024
  • English Georgian