| პოლიტიკა: აშშ-ის ელჩი: ქვეყნის მოსახლეობის გადასაწყვეტია, ვინ იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი | | Georgian News | |
ქვეყნის მოსახლეობის გადასაწყვეტია, ვინ იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. ამის შესახებ ხუთშაბათს, 8 აგვისტოს, მარტვილში აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ჟურნალისტთა შეკითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.მისი თქმით, ეს საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, აშშ კი ჯანსაღი საამომრჩევლო გარემოს შექმნას ხელს შეუწყობს. საიტმა WikiLeaks გამოაქვეყნა საქართველოში ყოფილი აშშ-ის ელჩის ჯონ ტეფტის წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მომავალ არჩევნებზე საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე კანდიდატის სახით „ერთიანი ეროვნული მოძრაობა“ პარლამენტის სპიკერს დავით ბაქრაძეს დაასახელებს. ამასთან დაკავშირებით ჯონ ბასმა განაცხადა, რომ WikiLeaks-ის მასალებზე კომენტარის გაკეთება არ შეუძლია. ჯონ ბასმა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა ანდრია ურუშაძემ ხუთშაბათს, 8 აგვისტოს, მარტვილში შეზღუდული შესაძლებლობების მოზარდებისათვის განახლებული სახლი გახსნეს, რომლის რეკონსტრუქციისათვის ამერიკულმა მხარემ მნიშვნელოვანი სახსრები გამოყო. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3390.html
| |||
| Posted by Drakula | 09 Sep 2011, 21:23 | News » | |||

| Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.