aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ოპოზიცია თბილისში ავტობუსთა ძველი მარშრუტების აღდგენას მოითხოვს Georgian News  Georgian News 
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველო“ და „თავისუფალი ასოციაციების კავშირი“ თბილისში ავტობუსთა ძველი ხაზების აღდგენას მოითხოვს. როგორც გუშინ, 8 აგვისტოს, კოლმეურნეობის მოედანზე ჩატარებულ ბრიფინგზე „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, თბილისში ავტობუსთა მარშრუტების შემცირებებისა და დამოკლების გამო მოსახლეობას იმისათვის, რომ ერთი წერტილიდან მეორეში მივიდეს, ორჯერ უწევს გადახდა.



„თავისუფალი ასოციაციების კავშირის“ ხელმძღვანელის ალექსანდრე შალამბერიძის განცხადებით, ავტობუსთა ხაზების ერთიანი სისტემის დარღვევით გამოწვეული პრობლემა ქალაქის მოსახლეობას დააწვა მძიმე ტვირთად. მოსახლეობას შესაძლებლობა არა აქვს, გადაჯდომების გარეშე ქალაქის ერთი წერტილიდან მეორეში მივიდეს.


„ეს იმ დროს ხდება, როცა სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობა 60 პროცენტით გაიზარდა. ჩვენ ძველი ხაზების აღდგენასა და ავტობუსების მოძრაობის ინტერვალის გაუმჯობესებას მოვითხოვთ“, - განაცხადა შალამბერიძემ.


„მარშრუტკების ბიზნესი შარანგიასთან გადავიდა. ქალაქში გადასაადგილებლად მოსახლეობას ორი ავტობუსის გამოცვლა და ორჯერ გადახდა უწევს. ამიტომ მოსახლეობა გაძვირებული მარშრუტკებით სარგებლობას ამჯობინებს. ეს ნამდვილი ძარცვაა. თვეში 20-25 მილიონი ლარი გამოდის. ეს თანხა უგულავამ მოსახლეობის ჯიბეებიდან ამოიღო და შარანგიას ჯიბეში ჩაუდო. თუ ამ ქვეყანაში არის იუსტიციის მინისტრი ან შინაგან საქმეთა მინისტრი, ან რომელიმე სამართლებრივი ორგანო, მათ ახლავე უნდა დაიკავონ უგულავა“, - განაცხადა კუკავამ.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3386.html
Posted by Drakula | 09 Sep 2011, 21:18 | News »
 

"პოლიტიკა: ოპოზიცია თბილისში ავტობუსთა ძველი მარშრუტების აღდგენას მოითხოვს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 06 May 2024
  • English Georgian