aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: ლტოლვილები ხორბლის აღებას 100 ჰექტარი მიწიდან შეძლებენ Georgian News  Georgian News 
შიდა ქართლის სოფელ შავშვებში მცხოვრებმა ლტოლვილებმა მიწის დამუშავება დაიწყეს. ლტოლვილთა 168 ოჯახმა 100 ჰექტარი მიწა მიიღო, რომელზეც ხორბალს დათესენ. მთლიანი მოსავალი მათი იქნება. პროექტი „აგროკულტურის ანა-ბანა“ პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციის - ჟივეცის განვითარების ფონდისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია ლტოლვილთა დახმარება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში.



სამუშაოთა დაწყების პროცესს აკვირდებოდნენ ლტოლვილთა საქმეების მინისტრი კობა სუბელიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი და პოლონეთის ელჩი საქართველოში ურსულა დოროშევსკა.


როგორც კობა სუბელიანმა აღნიშნა, ეს პროექტი ლტოლვილებს შემოსავლის მიღებისა და დამოუკიდებლად გახდომის შესაძლებლობას აძლევს.


„დღეს მათ 100 ჰექტარი მიწის დამუშავება დაიწყეს. ამას წინ უსწრებდა ლტოლვილთა კოოპერატივის შექმნა. მანამდე კი ლტოლვილები პოლონეთში იმყოფებოდნენ და ტრენინგები გაიარეს. ადრე არსებული საბჭოური სტანდარტები შეიცვალა, მათ მეტი გამოცდილება მიიღეს და ახლა ყველაფერს უკვე თანამედროვე სტანდარტებით აკეთებენ. მთავარია, რომ მთელი მოსავალი მათი იქნება. თუ საქმე კარგად წავა, ყოველი ოჯახი თვეში 300 ლარს მიიღებს. ამ ფულის ნაწილს ისინი კვლავ მიწაში დააბანდებენ და იმოქმედებს ერთი მსხვილი კოოპერატივი, რომელიც ბაზარს ხორბლით მოამარაგებს. სასტარტო პოზიციები ძალიან კარგია. მოხარული ვარ, რომ ლტოლვილებს შემოსავლის წყარო უჩნდება“, - განაცხადა მინისტრმა.


თავის მხრივ, პოლონეთის ელჩმა საქართველოში ურსულა დოროშევსკამ თქვა, რომ პოლონეთის მთავრობა ყოველთვის გაუწევს დახმარებას ლტოლვილებს.


„პოლონეთის მთავრობამ, ისევე როგორც ევროპის საბჭომ, ლტოლვილთა დახმარებისათვის სახსრები გამოყო. ჩვენთვის ლტოლვილთა საკითხი ყოველთვის პრიორიტეტულია, მაგრამ ფულის გარდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილება. ჩვენ ყოველთვის გაგიწევთ ამაში დახმარებას. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, მე პერიოდულად ჩამოვალ შიდა ქართლში, რათა მის მსვლელობას თვალი ვადევნო“, - თქვა ელჩმა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3372.html
Posted by Drakula | 08 Sep 2011, 19:37 | News »
 

"საზოგადოება: ლტოლვილები ხორბლის აღებას 100 ჰექტარი მიწიდან შეძლებენ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 May 2024
  • English Georgian