aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: გვასალია: HSBC-ის წასვლით ქართულმა საბანკო სექტორმა არაფერი დაკარგა Business & Economics  Business & Economics 
მსოფლიო საბანკო გიგანტის - HSBC-ის საქართველოდან წასვლით ქართულმა საბანკო სექტორმა არაფერი დაკარგა, აცხადებენ საქართველოს ბანკების ასოციაციაში.



საქართველოდან თავისი წასვლის მიზეზად უმსხვილესმა ბრიტანულმა საბანკო ჯგუფმა გლობალური სტრატეგია დაასახელა. საქართველოს ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ გვასალია აცხადებს, რომ იმისათვის, რომ HSBC საქართველოში სერიოზული ბანკი გამხდარიყო, მას სერიოზული კონკურენცია უნდა გაეწია ძირითადი მოთამაშეებისათვის ადგილობრივ ბაზარზე, ამისათვის კი დიდი კაპიტალდაბანდებებია საჭირო.


გვასალიას თქმით, შესაძლოა ბანკი მიხვდა, რომ საქართველოში ასეთი კონკურენციის გაწევა მისთვის რთული იქნებოდა. ამასთან, მას მიაჩნია, რომ HSBC-ის წასვლა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ცუდი საინვესტიციო გარემო გვაქვს, ვინაიდან გლობალური სტრატეგიის გამო იგი პოლონეთიდანაც მიდის.


საინვესტიციო კომპანია „კავკასუს ფაინეიშელის“ ხელმძღვანელის ლევან სურგულაძის თქმით, ნაკლებსავარაუდოა, რომ HSBC-ის წასვლა ქართულ საბანკო სექტორს ზიანს მიუყენებს. მან აღნიშნა, რომ ბანკი მხოლოდ რამდენიმე კორპორატიულ კლიენტს ემსახურებოდა. თუმცა ექსპერტს მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ იგი ბაზარზე დარჩებოდა.


2011 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში HSBC-ის მოგებამ 2 200 ათასი ლარი შეადგინა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3361.html
Posted by Drakula | 07 Sep 2011, 19:47 | News »
 

"ეკონომიკა: გვასალია: HSBC-ის წასვლით ქართულმა საბანკო სექტორმა არაფერი დაკარგა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 03 May 2024
  • English Georgian