aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: პეტრე ცისკარიშვილი: ახალი ფრაქცია საქართველოს პარლამენტში - შექმნილია მხოლოდ „თანამდებობისთვის, კაბინეტებისა და ავტომობილებისთვ Georgian News  Georgian News 
საქართველოს პარლამენტის ახალი ფრაქცია „ერთიანობა სამართლიანობისთვის“ შექმნილია მხოლოდ „თანამდებობისთვის, კაბინეტებისა და ავტომობილებისთვის“, მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს პეტრე ცისკარიშვილს, იუწყება “GHN“.



ამის შესახენ მან განაცხადა, როდესაც კომენტარს უკეთებდა დეპუტატ გია ცაგარეიშვილს პროტესტს, რომელიც უკავშირდება ვიცე-სპიკერად ოპოზიციონერის ჯონდი ბაღათურიის დანიშვნაზე უარის თქმას.


„გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ ამ ყველაფრის გადაყვანა პოლიტიკურ ბატალიებსა და პოლიტიკურ დებატებში გსურთ, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ეს ფრაქცია სინამდვილეში შექმნილია თანამდებობებისთვის, და არა იმიტომ, რომ თქვენ ერთიანი ხედვა და პლატფორმა გაქვთ“, - თქვა ცისკარიშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი იმასაც ადასტურებს, რომ ფრაქციაში გაერთიანებულია „ნოღაიდელის, ალასანიას ხალხი, „ქართული დასი“.


„ეს წარმონაშობია, რომელიც შეიქმნა სწორედ იმიტომ, რომ თქვენ თანამდებობებით, კაბინეტებითა და ავტომობილებით სარგებლობდით. თქვენ ახლაც გინდათ ეს, ვინაიდან თავის დროზე ვერ გათვალეთ, არ ჩახედეთ რეგლამენტში და ახლა გაარკვიეთ, რომ სინამდვილეში ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტურია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი შემოდგომის სესიას გუშინ, 6 სექტემბერს შეუდგა.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3357.html
Posted by Drakula | 07 Sep 2011, 19:45 | News »
 

"პოლიტიკა: პეტრე ცისკარიშვილი: ახალი ფრაქცია საქართველოს პარლამენტში - შექმნილია მხოლოდ „თანამდებობისთვის, კაბინეტებისა და ავტომობილებისთვ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 26 April 2024
  • English Georgian