aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საქართველოს მთავრობა ქვეყანაში წარმოებადი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდას გეგმავს World News  World News 
უცხოურ ბაზრებზე არსებული ტექნიკური ბარიერების დაძლევის მიზნით საქართველოს მთავრობა ქვეყანაში წარმოებადი პროდუქციისა და მომსახურების კონკურენტუნარიანობის გაზრდას გეგმავს, რისთვისაც უნდა განხორციელდეს ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი ეტაპობრივი დაახლოება საერთაშორისო ნორმებთან.



2012-2015 წლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აღნიშნული მიზნის მიღწევის მიზნით, რამდენიმე ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. მათ შორის, უახლოესი სამი წლის განმავლობაში განხორციელდება პარტნიორ ქვეყნებთან გარე სავაჭრო ბრუნვისა და ურთიერთობების რეგულარული ანალიზი, რისი მიზანიც იქნება რეკომენდაციების შემუშავება გარე სავაჭრო ბრუნვის სტრუქტურული გაუმჯობესებისა და სავაჭრო რეჟიმების განვითარებისათვის. ამასთან ერთად, დაგეგმილია ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების, ასევე პრეფერენცირებული რეჟიმების განვითარება და საერთაშორისო დონეზე სახელმწიფო ეტალონების მისაწვდომობის უზრუნველყოფა.


როგორც დოკუმენტ „ქვეყნის ძირითადი მონაცემებები და მიმართულებები 2012-2015 წლებისთვის“ პირველად ვარიანტშია აღნიშნული, უახლოესი სამი წლის განმავლობაში მოხდება ეტალონური ლაბორატორიების აღჭურვა ქვეყნის პრიორიტეტულ სფეროებში, საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის მენეჯმენტის სისტემების დანერგვა და საერთაშორისო დონეზე მათი აღიარების მიღწევა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ განხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის შემდგომი ინტეგრაცია შესაბამის საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3352.html
Posted by Drakula | 07 Sep 2011, 19:39 | News »
 

"ეკონომიკა: საქართველოს მთავრობა ქვეყანაში წარმოებადი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდას გეგმავს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 20 April 2024
  • English Georgian