aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: HSBC საქართველოდან მიდის Business & Economics  Business & Economics 
გლობალური სტრატეგიის შეცვლის შედეგად ბრიტანულმა ბანკმა HSBC-მა საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ნათქვამია ბანკის ქართული წარმომადგენლობის განცხადებაში. „გადაწყვეტილება მიღებულია მიმდინარე წლის მაისში HSBC-ის ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე „სტრატეგიული ძირის“ შესახებ ბიზნეს-პორტფელის გადახედვის მიხედვით, რაც ითვალისწინებს ბანკის კაპიტალის გადანაწილებას და ეს მიმართულია იმისკენ, რომ ბანკი წამყვანი საერთაშორისო ბანკი გახდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.



ქართული ბაზრიდან წასვლა არის ლოგიკური გაგრძელება HSBC-ის გადაწყვეტილებისა პოლონეთსა და რუსეთში საცალო ბიზნესის დახურვის შესახებ, ნათქვამია განცხადებაში.


HSBC-ის მფლობელობაში მყოფი კომპანია "HSBC საქართველოს“ დახურვის პროცესი ბიზნესის მომსახურების შეჩერებით დაიწყება. მიუხედავად ამისა, კონტრაქტების მიხედვით ყველა ვალდებულება ბოლომდე შესრულდება. „HSBC საქართველოს“ საბოლოო დახურვა 2012 წლის დასაწყისისთვის იგეგმება. დარჩენილ დროში უზრუნველყოფილი იქნება კლიენტთა გადასვლა სხვა საბანკო სისტემებში.


როგორც „HSBC საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა გაი ლუისმა განაცხადა, ბანკი არასრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობდა და, მიუხედავად ქვეყანაში ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა, ქართული ბაზრიდან უმტკივნეულო წასვლის დრო მოვიდა.


„ამისათვის ჩვენ დროულად ვაწოდებთ ინფორმაციას ბანკის დახურვის შესახებ მარეგულირებელ კომისიებს და მადლობას ვუხდით ყველა პარტნიორს საქართველოში თანამშრომლობისათვის“, - აღნიშნა მან.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3350.html
Posted by Drakula | 07 Sep 2011, 19:37 | News »
 

"ეკონომიკა: HSBC საქართველოდან მიდის" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 26 April 2024
  • English Georgian