aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: გამოიგონეს შიდა ორგანოების საბეჭდი პრინტერი World News  World News 
ამერიკელმა მეცნიერებმა, რომლებიც რეგენერატიული მედიცინის სფეროში მუშაობენ, დაასრულეს თავიანთი მრავალწლიანი გამოკვლევის პირველი ეტაპი, რომელიც „ბიოპრინტერის“ შემუშავებაზეა მიმართული. უახლოესი მოწყობილობა იმავე პრინციპებით ფუნქციონირებს, რაც ჩვეულებრივი საოფისე პრინტერი. ოღონდ ტექსტისა და სურათების მაგივრად იგი ორგანოებს ბეჭდავს, იტყობინება NDTV.



ქაღალდის პრინტერსა და ბიოპრინტერს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ მელნის მაგივრად უახლოესი გამოგონების კარტრიჯებში საჭიროა ადამიანისა ან ცხოველის ღეროვანი უჯრედების რთული ნარევის ჩასხმა. აპარატი განკუთვნილია ქსოვილების, კანის ნაწილების, ხერხემლის დისკოების, მუხლის ხრტილებისა და სრულფასოვანო ორგანოების „საბეჭდავადაც“ კი. ცხადია, ცოცხალი ორგანიზმის ნაწილები ბევრად უფრო ნელა იბეჭდება, ვიდრე ტექსტი ქაღალდის ფურცელზე, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის ორგანიზმის ქსოვილების წარმოებისათვის ბიოპრინტერს სულ რამდენიმე საათი სჭირდება.


ამ მომენტისათვის ბიოლოგებმა, რომლებიც რეგენერატიული მედიცინით არიან დაკავებულები, შეძლეს ვირთხის გულის დაბეჭდვა, რომელიც წარმატებით იქნა იმპლანტირებული გამომცდელ ცხოველში. მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის რთული ორგანოების (ისეთებისა, როგორებიცაა თირკმელები და ღვიძლი) ბეჭდვის შესაძლებლობა მხოლოდ დროის საკითხია. სპეციალისტთა პროგნოზით, ახალი გარღვევა რეგენერატიულ მედიციაში შეიძლება უახლოესი სამი-ხუთი წლის განმავლობაში გაკეთდეს.


თუმცა, ბიოლოგები ამტკიცებენ, რომ მათ გამოგონებას ადამიანებისათვის სარგებლის მოტანა უკვე დღეს შეუძლია. მაგალითად, უახლოეს ბიოპრინტერში შეიძლება კანის ნაწილების დაბეჭდვა, რაც მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ცხოვრებას ადამიანებს, რომლებიც დამწვრობებისაგან დაშავდნენ. ექიმები იმედოვნებენ, რომ მალე დიდი რიგები ტრანსპლანტატების მისაღებად ისტორიას ჩაბარდება. ამ მომენტისათვის მხოლოდ აშშ-ში დონორული ორგანოების გადანერგვა 110 000 ადამიანს სჭირდება.
 

Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3343.html
Posted by Drakula | 06 Sep 2011, 18:06 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: გამოიგონეს შიდა ორგანოების საბეჭდი პრინტერი" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 May 2024
  • English Georgian