aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: საქართველო მსო-ში რუსეთის შესვლასთან დაკავშირებით თავის პოზიციებს არ ცვლის Georgian News  Georgian News 
საქართველოს ოფიციალური პოზიცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება.



ორშაბათს ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ კომენტარი გაუკეთა რუსეთის მთავარი სანიტარის გენადი ონიშენკოს განცხადებას, რომლის თანახმადაც რამდენიმე კომპანიამ უკვე მიმართა რუსეთს რუსულ ბაზარზე მინერალური წყლის - „ბორჯომის“ დაბრუნების თხოვნით.


ეს კერძო კომპანიების უფლებაა. თუმცა, ჩვენ მიერ შემოწმებული ინფორმაციის თანახმად, ასეთი მიმართვა არ ყოფილა. როგორც ჩანს, ეს რუსეთის მორიგი სპეკულაციაა, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მის შესვლას უკავშირდება. მაგრამ ჩვენი პოზიცია იგივე რჩება. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ჩვენი თანხმობა ემბარგოს საკითხთან დაკავშირებული არ არის“, - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.


მისი თქმით, თუ რუსეთი ხსენებულ ორგანიზაციაში შევა, მას ისედაც მოუწევს ორგანიზაციის სხვა წევრებისაგან ემბარგოს მოხსნა.


„თუმცა კიდევ ერთხე ვიმეორებ, რომ ეს ჩვენი ინტერესის საგანი არ არის“, - დაამატა ნინო კალანდაძემ.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3339.html
Posted by Drakula | 06 Sep 2011, 17:52 | News »
 

"პოლიტიკა: საქართველო მსო-ში რუსეთის შესვლასთან დაკავშირებით თავის პოზიციებს არ ცვლის" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 May 2024
  • English Georgian