aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: ინგლისური ენა ოპტიმისტთა ენად აღიარეს World News  World News 
მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანები თავიანთ მეტყველებაში იყენებენ უფრო მეტ სიტყვას დადებითი ემოციური განწყობით, ვიდრე სიტყვებს ნეგატიური კონოტაციებით. მკვლევართა სტატია ჯერ რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში გამოსაქვენებლად მიღებული არ არის, მაგრამ მისი წინაპრინტი მისაწვდომია საიტზე arXiv.org. მოკლედ გამოკვლევის შესახებ წერს Wired.



სპეციალისტებმა წიგნებში, სოციალურ ქსელებსა და გაზეთებში სხვადასხვა სიტყვების გამოყენების სიხშირე გააანალიზეს. საერთო ჯამში მეცნიერებმა გააანალიზეს 361 მილიარდი სიტყვა 3.29 მილიონ წიგნში Google Books-ის ბაზიდან, 9 მილიარდი სიტყვა და 821 მილიონი შეტყობინება მიკრობლოგ Twitter-ში, რომლებიც 2008-2010 წლებში დაიწერა, ასევე 1 მილიარდი სიტყვა ამერიკულ გაზეთ The New York Times-ის 1987-2007 წლების პუბლიკაციებიდან და 58.6 მილიონი სიტყვა, რომლებიც 295 ათას პოპულარულ სიმღერაში გვხვდება.


ამ ნაშრომის შედეგებით ავტორებმა ყოველი წყაროდან 5 ათასი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვა გამოყვეს, რომელთაგან, პირველ რიგში, 10122 სიტყვისაგან შემდგარი დასკვნითი სია შეადგინეს. თითოეული მათგანი მეცნიერებმა განალაგეს სკალაზე „პოზიტიური-ნეგატიური“ და მიუნიჭეს გარკვეული ქულა 1-დან 9-მდე. ამ ინტერვალის საზღვრები დგინდებოდა ყველაზე მეტად გამოხატული ემოციური შემადგენელი ნაწილის მქონე სიტყვების მიხედვით. ამგვარად, სიტყვა „ტერორისტს“ მიუნიჭეს 1.3 ქულა, ხოლო სიტყვა „სიცილს“ – 8.5 ქულა.


აღმოჩნდა, რომ საშუალოდ დადებითი განწყობის მქონე ხშირად გამოყენებადი სიტყვების რაოდენობამ ნეგატიური სიტყვების რაოდენობას გადააჭარბა. სხვადასხვა წყაროების შედარებისას გაირკვა, რომ გამოყენებადი სიტყვების თვალსაზრისით ყველაზე „სევდიანი“ პოპულარული სიმღერებია.


ამას წინათ მეცნიერთა სხვა კოლექტივმა ბოლო 200 წლის განმავლობაში ენის ევოლუცია გამოიკვლია, რისთვისაც საძიებო სისტემა Google გამოიყენა. სხვათა გარდა, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ამ დროის განმავლობაში ხშირად გამოყენებადი სიტყვების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა.
Source - lenta.ru

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3336.html
Posted by Drakula | 05 Sep 2011, 20:17 | News »
 

"ეს საინტერესოა: ინგლისური ენა ოპტიმისტთა ენად აღიარეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 03 May 2024
  • English Georgian