aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ირანის პირველი ატომური სადგური ელექტრო ქსელში ჩართეს World News  World News 
ბუშერში არსებულმა ირანის პირველმა ატომურმა სადგურმა ელექტროენერგიის მიწოდება უკვე დაიწყო, იუწყება Reuters , ISNA–ს ინფრომაციაზე დაყრდნობით.



ISNA–ს მონაცემების თანახმად,  ბუშერის ატომური ელექტრონული სადგური ეროვნულ ელექტრო ქსელში შაბათს,  ადგილობრივი დროით 23:29 საათზე  ჩართეს. ამ დროისათვითს ატომური სადგურის სიძლიერე 60 მეგავატს შეადგენს. სადგურის ერთერთი თანამშრომლის განცხადებით,  ბუშერის ატომური სადგურის საერთო სიძლიერე 1000 მეგავატს შეადგენს.


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წესების თანახმად, ატომური სადგურის ენერგობლოკი გაშვებულად ითვლება და ბაზას ჩაერთვება მას შემდეგ, რაც ენერგიის პირველ კილოვატს გამოჰყოფს. "ინტრეფაქსის" ინფრომაციის თანახმად, ბუშერის სადგურის გახსნის ცერემონია 12 სექტმბერს შედგება. ამ დრომდე სპეციალისტები ყველა საჭირო ტესტის ჩატარებას გეგმავენ.


აგვისტოს ბოლოს, რუსული კომპანიის "ატომსტროიექსპორტის" წარმომადგენელმა,რომელიც ირანის ატომური სადგურის მშენებლობაზეა პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ ბუშერის ელექტროსადგურის  სიძლიერე მინიმალური ზღვარიდან 40 პროცენტით გაიზარდა.


სადგურის ოფიციალური გახსნა 2010 წლის 21 აგვისტოს შედგა. სადგურზე საწვავის მიტანა დაიწყეს, თუმცა ბუშერის სადგური სამუშაო რეჟიმზე მაინც ვერ გადავიდა. ფინანსური პრობლემების გამო სადგურის გაშვება გადაიდო, სულ თავიდან კი სადგურის ფუნქციონირების დაწყება 2007 წლისთვის იყო დაგეგმილი.


 ბუშერის ატომური ელექტროსადგური რუსეთი ერთერთი ძირითადი პროექტია საზღვარ გარეთ ატომური სადგურების მშენებლობის თვალსაზრისით. აღნიშნული სადგურის მშენებლობა 1992 წელს დაიწყო, 1998 წელს ამ სამუშაოებში კომპანია "ატომსტროიექსპორტიც" ჩაერთო. მანამდე, 1970 წლებში, სადგურის აშენება გერმანელ სპეციალისტებს სურდათ, თუმცა 1979 წელს, ისლამური რევოლუციის შემდეგ გერმანელებმა პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3324.html
Posted by consul | 04 Sep 2011, 17:39 | News »
 

"ეკონომიკა: ირანის პირველი ატომური სადგური ელექტრო ქსელში ჩართეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 May 2024
  • English Georgian