aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: მელბურნმა ვანკუვერს ყველაზე კომფორტული ქალაქის სტატუსი წაართვა World News  World News 
მსოფლიოს ყველაზე კონფორტული ქალაქი, Economist Intelligence Unit (EIU) –ის  გამოკვლევების თანახმად, მელბურნია.  მელბურნმა, როგორც ვეგ–გვერდზე გამოქვეყნებულ  EIU–ის დასკვნაშია მითითებული, პირველი ადგილი კანადურ ვანკუვერს წაართვა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პირველ ადგილს ინარჩუნებდა.



2011 წლის თებერვალში EIU–ს ექსპერტები მელბურს მხოლოდ მეორე ადგილს ანიჭებდნენ, მაშინ როდესაც ვენკუვერი პირველ ადგილს იჭერდა. ამ დროისათვის კანადური მეგაპოლისი მხოლოდ მესამე ადგილზეა სიაში, ხოლო მეორე ადგილს კი ვენა იკავებს.


რეიტინგის პირველ ათეულში უმეტესად კანადური და ავსტრალიური ქალაქები მოხვდნენ. ტორონტო და კალგარი მეოთხე და მეხუთე ადგილებს იკავებს, სიდნეი კი მეექვსე ადგილზე მოხვდა, პერტი და ადელაიდა მერვე და მეათე პოზიციაზე იმყოფებდა. ვენასთან ერთად, მსოფლიოს ყველაზე კონფორტულ ქალაქებს შორის ევროპული ქალაქებიდან ხელსინგიც, მოხვდა, რომელმაც მეშვიდე ადგილი დაიკავა. პირველ ათეულს ახალზელანდიური ქალაქი ოკლენდი ხურავს.


EIU –ის ზემოთ აღნიშნული დასკვნის მიხედვით, გამოქვეყნებული იქნა მსოფლიოს არაკონფორტული ქალაქების სიაც. რეიტინგში ბოლო ადგილი ზიმბამბვეს ქალაქმა–ხარარამ დაიკავა. ათეულში, პირველად ბოლო წლების განმავლობაში ლიბიის დედაქალაქი– ტრიპოლი მოხვდა.  EIU–ს ექსპერტები განმარტავენ, რომ ეს ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შედეგად არის გამოწვეული, რამაც ქალაქში ცხოვრების პირობების გაუარესება გამოიწვია.


მსოფლიოს ყველაზე კონფორტული ქალაქების რეიტინგის შედგენისას  EIU–ს ექსპერტები 5 ძირითად ნიშანს აქცევდნენ ყურადღებას– ინფრასტრუქტურას, ქალაქში საერთო სტაბილურ მდგომარეობას, ჯანდაცვის სამსახურის მუშაობას, კულტურისა და განათლების დონეს. თითოეული მაჩვენებელი სტაბილური შკალით ფასდება, რომლის საფუძველზეც ფორმირდება საბოლოო რეიტინგი.


სულ, EIU–ის სიაში 140 ქალაქი მოხვდა. რეიტინგის შემდგენლები აღნიშნავენ, რომ ქალაქების უმეტესობა ერთმანეთისგან ქულების მცირე მაჩვენებლით განსხვავდება. მაგალითად, 63–ე ადგილზე არსებული სანტიაგო (ჩილე) მხოლოდ 16,8 ქულით ნაკლები მიიღო, ვიდრე მელბურმა, და მათ შორის კონფორტის მხრივ დიდი განხსვავება არ არსებობს.
Source - lenta.ru

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3311.html
Posted by consul | 03 Sep 2011, 19:52 | News »
 

"საზოგადოება: მელბურნმა ვანკუვერს ყველაზე კომფორტული ქალაქის სტატუსი წაართვა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 06 May 2024
  • English Georgian