aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: AFBA: „საქართველოში 3 მილიონი ტურისტის სტუმრობის შესახებ საუბრები ზღაპრის ტოლფასია Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტს მერაბ ჯანიაშვილს აკვირვებს ის, თუ როგორ უნდა მიიღოს ოთხმილიონიანმა საქართველომ 3 მილიონი ტურისტი. ასეთი კომენტარი გააკეთა მან გამოცემა „La Tribune„-ში გამოქვეყნებულ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც ქვეყანა წელს 3 მლნ ტურისტს ელოდება.



ჯანიაშვილის თქმით, 3 მილიონი იმდენად მაღალი მაჩვენებელია, რომ სასტუმროებზე რომც არ ვიფიქროთ, მათ გამოკვების უზრუნველყოფას სწრაფი კვების ობიექტები ვერ შეძლებენ. „ქვეყანაში 3 მილიონი ტურისტის ჩამოსვლა ეკონომიკისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელი იქნებოდა. ყოველ მათგანს 500, ან თუნდაც 200 დოლარი რომ დაეხარჯა, ეკონომიკაში დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციები შემოვიდოდა. ეს ააყვავებს ეკონომიკას, მაგრამ როგორ მოხდება მათი მომსახურება? ამისათვის არც სასურსათო რესურსი გვაქვს, არც ინფრასტრუქტურა. ჩვენ თვითონ 4 მილიონი ვართ, მაშ როგორ მივიღოთ 3 მილიონი ტურისტი? მსგავს რამეზე საუბარი ზღაპრების ტოლფასია. მიკვირს, საიდან იღებს ვერა ქობალია ასეთ ინფორმაციას“, - განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.


მისი თქმით, 3 მილიონი ტურისტის ჩამოსვლის შემთხვევაში სამომხმარებლო ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაგრამ ამის ატანა შესაძლებელი იქნება, რამდენადაც ეკონომიკაში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩაიდება.


„იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ორნიშნამდე გაიზარდოს, საჭიროა 2 მილიარდამდე დოლარის ოდენობის უცხოური ინვესტიციები. წარმოიდგინეთ, თუ ერთბაშად 6 მილიარდი შემოვა და რა შედეგებს გამოიწვევს ეს“, - აღნიშნავს მერაბ ჯანიაშვილი.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3300.html
Posted by Drakula | 03 Sep 2011, 19:38 | News »
 

"ეკონომიკა: AFBA: „საქართველოში 3 მილიონი ტურისტის სტუმრობის შესახებ საუბრები ზღაპრის ტოლფასია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 07 June 2024
  • English Georgian