| საზოგადოება: სამი თვის განმავლობაში თბილისში 168 ადამიანი გადაარჩინეს | | Georgian News | |
ბოლო სამი თვის განმავლობაში თბილისში მაშველებმა დახრჩობისაგან 168 ადამიანი გადაარჩინეს.როგორც კავკას-პრესს საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, მტკვარში დახრჩობისაგან მოხერხდა 14 ადამიანის გადარჩენა, კუს ტბაზე - 31 ადამიანისა, თბილისის ზღვაზე - 123-ისა. რაც შეეხება დაღუპულთა სტატისტიკას, 3 თვის განმავლობაში მტკვარში დაიხრჩო 5 ადამიანი, ხოლო თბილისის ზღვაზე - 6. რაც შეეხება ხანძრებს, ივნისში სულ 221 გამოძახება დაფიქსირდა, ივლისში - 623, აგვისტოში - 353. ხანძრების შედეგად ბოლო სამი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3294.html
| |||
| Posted by Drakula | 30 Aug 2011, 23:16 | News » | |||

| Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.