aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: სიდამონიძე: საქართველოს 1.5 მილიონი ტურისტი ესტუმრა Business & Economics  Business & Economics 
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დირექტორი მაია სიდამონიძე დადებითად აფასებს ზაფხულის ტურისტულ სეზონს. როგორც მან „კომერსანტ.გეს“ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ჯერ არ დასრულებულა და პირველადი მონაცემები მხოლოდ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება, წელს 45-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.



„ამ დროისთვის საქართველოს 1.5 მილიონი ტურისტი ესტუმრა. რაც შეეხება სეზონებს, ყველაზე აქტიური კვლავ რჩება ზღვის კურორტები, მითუმეტეს, რომ შავი ზღვის კურორტებს დაემატა ახალი - ანაკლია. მაგრამ წინა წლებთან შედარებით წლევანდელი ზაფხული განსხვავდება იმით, რომ ტურისტთა ნაკადი სხვადასხვა რეგიონებზე იყო განაწილებული. აქტიური იყო მთის კურორტები. დამსვენებელთა უკმარისობა არ ყოფილა ბორჯომში, აბასთუმანში, ბახმაროში, წყალტუბოში, საირმეზე. ქართველებთან ერთად მრავალი უცხოელიც ჩამოდიოდა. ევროპელები განსაკუთრებით აქტიურად ინტერესდებიან მთიანი კურორტებითა და კულტურული ტურებით. წელს რაჭის რეგიონი სავსე იყო როგორც ადგილობრივი დამსვენებლებით, ისე უცხოელებით“, - აღნიშნავს სიდამონიძე.


მისი თქმით, გამოვლინდა პრობლემებიც - მაღალი ფასები და მომსახურების ხარისხი. „პირველს ბაზარი არეგულირებს, მეორე პრობლემის გადაჭრა კი დროის საქმეა. ამ მიმართულებით, წინა წლებთან შედარებით, უკვე არის დადებითი ძვრები, მაგრამ ეს არასაკმარისია“, - აღნიშნავს ტურიზმის სააგენტოს უფროსი.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3292.html
Posted by Drakula | 30 Aug 2011, 23:14 | News »
 

"ეკონომიკა: სიდამონიძე: საქართველოს 1.5 მილიონი ტურისტი ესტუმრა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 17 May 2024
  • English Georgian