aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერებმა მარსზე ოკეანის არსებობა დაამტკიცეს World News  World News 
მილიარდი წლის წინ მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებობდა მთელი ოკეანე გაყინვის წერტილთან ახლო წყლითა და დიდი მყინვარებით. ასეთ დასკვნამდე მივიდა ამერიკელ ასტროფიზიკოსთა ჯგუფი წითელი პლანეტის ქერქის შრეების შემადგენლობის შესწავლის საფუძველზე. აღნიშნული სამეცნიერო ნაშრომის ძირითადი დებულებები მოცემულია ჟურნალ Nature Geoscience-ში.



გამოკვლევის ავტორებმა დასვეს შეკითხვა, თუ რატომ აღმოაჩინეს ნესტიან გარემოში მაგმატიური ქანებისაგან წარმოქმნადი ე. წ. ფილოსილიკატების ნიშნები მარსის სამხრეთ ნახევარსფეროს ქერქის ფენებში, მაგრამ არა სამხრეთ ნახევარსფეროს ქერქის მსგავსი ასაკის ფენებში. ამ ფაქტის ყველაზე ოპტიმალური ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ შორეულ წარსულში წითელი პლანეტის ჩრდილოეთ ნაწილში გარემო ნესტიანი და ცივი გახლდათ. სიცივე, თავის მხრივ, ფილოსილიკატების ფორმირებას ხელს უშლის. ეიმსის სახელობის ნასას კვლევითი ცენტრის (კალიფორნიის შტატი) ასტრობიოლოგის ალბერტო ფაირენის თქმით, სიცივის წყარო შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ოკეანე მყინვარებით.


„ჩვენი ანალიზი, რომელიც მრავალი სამეცნიერო დისციპლინის გამოყენებით ჩატარდა, საშუალებას იძლევა აიხსნას წარსულში მარსზე ოკეანის არსებობის თეორია. ახსნა შეესაბამება წარმოდგენებს მინერალოგიურ შემადგენლობაზე, რომელიც ფორმირებულ იქნა მარსიანული ორბიტალური ზონდების მონაცემების საშუალებით“, - დააზუსტა ალბერტო ფაირენმა და აღნიშნა, რომ თუ მარსზე ოკეანები არსებობდა, ისინი „დედამიწის ჩრდილოეთ-ყინულოვანი ოკეანის მსგავსი იყო“.


აქამდე მეცნიერები მარსზე მილიარდობით წლის წინ არსებული კლიმატის შესახებ ორ ძირითად თეორიას ეყრდნობოდნენ. პირველი თეორია ვარაუდობს ცივი და მშრალი გარემოს, მეორე - ნესტიანი და თბილი გარემოს არსებობას. ალბერტო ფაირენი კოლეგებთან ერთად უფრო დასაბუთებულად მიიჩნევს თვალსაზრისს, რომლის თანახმადაც შედარებით „ახალგაზრდა“ მარსზე იყო ნესტიანი და ცივი გარემო, გადმოსცემს „იტარ-ტასი“.


ამერიკელი მეცნიერები ახალი თეორიის უცილობელი დამტკიცების მიზნით გამოკვლევების გაგრძელებას აპირებენ. „ეს ძალიან რთულია, რადგან სავარაუდოდ არსებული ოკეანის ნიშნები უფრო ადრეული ფორმაციის ტონობით ფენის, მათ შორის ვულკანური წარმოშობის დანალექების ქვეშ იმალება. მათი სისქე კი ერთ კილომეტრს აღწევს“, - აღნიშნა ასტრობიოლოგმა.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3289.html
Posted by Drakula | 30 Aug 2011, 23:12 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერებმა მარსზე ოკეანის არსებობა დაამტკიცეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 17 May 2024
  • English Georgian