aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ზაფხულის საკურორტო სეზონი საქართველოში - როგორია შედეგები? Business & Economics  Business & Economics 
ზაფხული დასასრულს უახლოვდება. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის საკურორტო სეზონი ჯერ არ დასრულებულა და წინ „ხავერდოვანი სეზონია“, რაღაც შედეგების მოყვანა უკვე შეიძლება. საქართველოში ზაფხულის საკურორტო სეზონს განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. ხუმრობა ხომ არ არის - ელოდნენ ტურისტთა უდიდეს ნაკადს. მომზადდა ინფრასტრუქტურა, გაითვალისწინეს წინა წლების შეცდომები, ხელი მოეწერა ახალი შეთანხმებები სხვადასხვა ქვეყნების ტურსააგენტოებთან, დამყარდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ახალ ქვეყნებთან. საერთო ჯამში, სეზონზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.



მაგრამ ყველა იმედი არ ასრულებულა. ცხადია, აჭარაში ყველა სასტუმრო მზად იყო, კერძო სექტორიც ყველანაირად მოემზადა სეზონისთვის, ტურისტებიც იყვნენ და შესაძლებელი იყო აქა თუ იქ ჩამოკიდული ჰამაკისა და მოწყობილი გასაბერი აუზის შემჩნევა, მაგრამ ეს ის არ ყოფილა, რასაც ელოდნენ. ყოველ შემთხვევაში, შავი ზღვის სანაპიროზე. ამის მიზეზი კი დასვენების სიძვირე და ამინდია, რომელმაც შუა სეზონში ყველას შეუშალა ხელი.


სტუმრების მცირე რაოდენობას უჩივის ღამის კლუბებისა და რესტორნების ნაწილი. ზოგიერთ მათგანში აღნიშნავენ, რომ წელს მანდ სამჯერ უფრო ნაკლები კლიენტია. კლუბების, ბუნგალოებისა და რესტორნების მფლობელები ამას ძირითადად ვიზიტიორთა მცირე რაოდენობას უკავშირებენ, მაგრამ მათ არ ეთანხმება ბათუმის ტურისტული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ეკა ჩანიშვილი. იგი უარყოფს ტურისტთა რაოდენობის შემცირებას და აცხადებს, რომ აჭარაში წელს მათი რიცხვი 40%-ით გაიზარდა. ჩანიშვილი აცხადებს, რომ სექტემბერში აჭარაში მემილიონე ტურისტის ჩამოსვლა არის მოსალოდნელი.


შესაძლოა წელს ტურისტები არც თუ ისე არიან განწყობილნი ძვირ ღამის კლუბებსა და დაწესებულებებში დროის გატარებაზე და დასვენება ეკონომიურად გადაწყვიტეს, რის გამოც სარესტორანო-საკლუბო ბოზნესი ზარალს განიცდის. მაგრამ ტურისტს ვერ უბრძანებ. სამაგიეროდ მომსახურე ინფრასტრუქტურას არ აწყენდა ფასების დაკლება და კონფორტული დასვენების შეთავაზება ტურისტებისათვის. შიდა რეგიონებში კი შეინიშნება ტურისტების შემოდინება. თბილისშიც კი შესაძლებელია უცხოელთა დიდი რაოდენობის შემჩნევა. ზოგიერთი კურორტზე კი, როგორიცაა ყვარელის ტბა, სეზონი საერთოდაც ძირითადად სექტემბერ-ოქტომბერში იწყება. შესაძლოა, წელს აქცენტი ზღვის ტურიზმიდან მთის ტურიზმზე გადაინაცვლებს. ამ სფეროში კი საერთო მდგომარეობას აჩვენებს სტატისტიკა, რომელიც წლის ბოლოსთვის გამოქვეყნდება.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3288.html
Posted by Drakula | 30 Aug 2011, 23:11 | News »
 

"ეკონომიკა: ზაფხულის საკურორტო სეზონი საქართველოში - როგორია შედეგები?" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 17 May 2024
  • English Georgian