aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: „თავისუფალი საქართველო“ რეალიზაციიდან მოწამლული საქონლის ხორცის ამოღებას მოითხოვს Georgian News  Georgian News 
„თავისუფალი საქართველო“ დედოფლისწყაროს რაიონში ციმბირის წყლულით მოწამვლის გავრცელების საშიშროების შესახებ გაფრთხილებას იძლევა და რეალიზაციიდან მოწამლული საქონლის ხორცის დაუყოვნებლივ ამოღებას მოითხოვს.



პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამილა გურაშვილის განცხადებით, დედოფლისწყაროში 39 წლის მამაკაცი დაკლული ცხოველის დამუშავებისას ციმბირის წყლულით დაავადდა. იმის შესახებ, რომ იგი დაავადდა, მოგვიანებით გახდა ცნობილი, მანამდე კი ხორცი სავაჭრო ქსელში მოხვდა.


„სასწრაფოდ უნდა დადგინდეს, სად მოხვდა ეს ხორცი. იგი ადამიანების ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხეს წარმოადგენს. ვეტერინარული სამსახურის სპეციალისტი ეთერ იაკობიძე აცხადებს, რომ ამ ფაქტზე არაფერი სმენია. მოსახლეობა შეშინებულია და დაცული არ არის“, - აცხადებს გურაშვილი.


მისი თქმით, ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ ამ საქმის გამოძიება.


გურაშვილი კიდევ ერთი საქმის გამოძიებას მოითხოვს. მისი თქმით, რაიონში სხვა მრავალი პრობლემაა, რომელიც სამართალდამაცვი ორგანოების ყურადღებას იმსახურებს.


„სამთაწყაროს სოფელში ძალიან საეჭვო გარემოებაში 15 ჰექტარი მოსავლიანი ვენახები დაიწვა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ დაინტერესებულმა პირება, რომლებსაც აქ ზეთისხილის პლანტაციების გაშენება სურთ, სპეციალურად მოაწყეს ხანძარი ვენახებში. ხალხს ეჭვი აქვს, რომ მათ მაღალი თანამდებობის მოხელეები მფარველობენ. რეფორმირებული პოლიციისთვის საჭირო არაა იმის შეხსენება, თუ არ უნდა აკეთონ. ჩვენ თვალს მივადევნებთ, რამდენად ობიექტური გამოძიება ჩატარდება“, - განაცხადა თამილა გურაშვილმა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3272.html
Posted by Drakula | 29 Aug 2011, 23:38 | News »
 

"საზოგადოება: „თავისუფალი საქართველო“ რეალიზაციიდან მოწამლული საქონლის ხორცის ამოღებას მოითხოვს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian