aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: სინგაპურის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმათა ხელახალი დათვლა გახდა საჭირო World News  World News 
სინგაპურის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 27 აგვისტოს შედგა გამარჯვება მინიმალური განსხვავებით ყოფილმა ვიცე–პრემიერმა , 71–წლის ტონი ტანმა მოიპოვა, იუწყება Associated Press.



ტონი ტანმა,  მის ძირითად მეტოქეს–პარლამენტის ყოფილ დეპუტატს ტან ჩენ ბოკას, რომელმაც ხმათა 35% მოიპოვა, მხოლოდ 0,3%–ით  (7269 ხმით) აჯობა. სულ არჩევნებში მონაწილეობა 2,1 მილიონმა ადამიანმა მიიღო.


 მინიმალური განსხვავების გამო, რომელიც ორ ძირითად კონკურეტს შორის არსებობდა, სინგაპურის ცეესკოს ბიულეტინების ხელახალი დათვლა  და ხმის მიცემის შედეგების  რამოდენიმე საათის დაგვიანებით გამოცხადება მოუწია.


 ტონი ტანისა და ტან ჩენ ბოკას გარდა ქვეყნის პრეზიდენტობისთვის იბრძვოდა კიდევ ორი კანდიდანტი. ამდენი   პრეზიდენტობის კანდიდანტი სინგაპურის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველად მონაწილეობდა . ქვეყნის წინა ექვსი პრეზიდენტი ალტერნატიული ვარიანტის გარეშე იყო არჩეული, იწყება Associated Press. ამავდროულად,  ИТАР-ТАСС მიუთითებს, რომ სინგაპურის პირველი პრეზიდენტის არჩევნები 18 წლის წინ შედგა და მაშინ ალტერნატივაც არსებობდა, თუმცა მას შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდანტი იღებდა მონაწილეობას.


 პრეზიდენტის თანამდებობას ტონი ტანი 2011 წლის 1 სექტემბრიდან დაიკავებს. სინგაპურში პრეზიდენტს აქვს უფლება  ვეტო დაადოს ბიუჯეტის ყველა პროექტს და დანიშნოს მთავრობა, ასევე მას აქვს უფლება მსჯავრდებულები შეიწყალოს. ვეტოს უფლებას სინგაპურის პრეზიდენტი უკიდურეს შემთხვევაში იყენებს, აღნიშნავს ИТАР-ТАСС, ამიტომ პრეზიდენტის მთავარ ფუნქციად ქვეყნის საზოგადოებრივ–პოლიტიკური წარმართვა და მსჯავრდებულების შეწყალება რჩება. 
Source - lenta.ru

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3268.html
Posted by consul | 28 Aug 2011, 20:12 | News »
 

"პოლიტიკა: სინგაპურის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმათა ხელახალი დათვლა გახდა საჭირო" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian