aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საქართველოს მთიანი კურორტების ნაწილმა ნაადრევად დაასრულა სეზონი Business & Economics  Business & Economics 
აცივებასთან დაკავშირებით მთიანი კურორტების ნაწილმა ნაადრევად დაასრულა ზაფხულის სეზონი. ბაკურიანის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ დამსვენებელთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა, ახალი ტურისტები კი არ ჩამოდიან. შესაბამისად, ბაკურიანში სეზონი პრაქტიკულად დასრულდა.



წელს, ივლისიდან დაწყებული, კურორტს 25 ათასი ადამიანი ეწვია. ცენტრში აღნიშნავენ, რომ ეს რიცხვი საბოლოო არ არის, ვინაიდან სექტემბერში უცხოელ ტურისტთა აქტიურობას ელიან. მათი განმარტებით უცხოელები ბაკურიანში პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში ადიან. ამას გარდა, სექტემბერ-ოქტომბერში ბაკურიანის სასტუმროები სხვადასხვა კონფერენციების მოლოდინში არიან. ამასთან ერთად, წინა წელთან შედარებით, წელს ბაკურიანი ტურისტებს გარემონტებული გზით შეეგება. ასევე გადაიჭრა ენერგო- და გაზის მიწოდების პრობლემა.


ბაკურიანისაგან განსხვავებით ბორჯომის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ მიუხედავად ამინდის გაუარესებისა, დამსვენებელთა რიცხვი არ შემცირებულა. მათი თქმით, ყველა სასტუმრო გავსებულია, ისევე როგორც გაქირავებული საოჯახო სასტუმროები და კერძო სექტორი. ცენტრის ინფორმაციით, ბორჯომს 65-70 ათასი შიდა ტურისტი ესტუმრა. წინა წელთან შედარებით უცხოელ ტურისტთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა და 10 ათასს აჭარბებს. სეზონი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო უცხოელები ბორჯომში ოქტომბერშიც ჩამოდიან.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3266.html
Posted by Drakula | 28 Aug 2011, 20:09 | News »
 

"ეკონომიკა: საქართველოს მთიანი კურორტების ნაწილმა ნაადრევად დაასრულა სეზონი" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian